15:17 | 2020-06-26 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“ეს ბიჭები გუნდის გარდა, მშენებლობებზე მუშაობენ” – რას ამბობს მწვრთნელი დაკავებულ მორაგბეებზე

“ეს ბიჭები გუნდის გარდა, მშენებლობებზე მუშაობენ” – რას ამბობს მწვრთნელი დაკავებულ მორაგბეებზე

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს დილით ორი მორაგბე არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე დააკავეს. სწორედ ისინი ისხდნენ შავ ავტომობილში, რომლითაც თბილისში, საქმის „ოქროს მოწმე“ ჩამოიყვანეს.

 

„პრაიმტაიმი“ რაგბის კლუბ ყოჩების დირექტორს, თემურ გაფრინდაშვილს დაუკავშირდა.

 

– შეიძლება ჩემი საუბარი ვინმესთვის საინტერესო არ იყოს, მაგრამ როგორც საკუთარ თავში ვარ დარწმუნებული, ისე ვარ ამ ადამიანებში.

 

ხვალ, რომ ეს ბიჭები უდანაშაულოები აღმოჩნდნენ და გამოუშვან, მოუხდის ვინმე ბოდიშს, იმისთვის რაც ხდება?! რაგბისტებს ჩირქი რომ მოგვცხეს, ვინმე რამეს იტყვის?

 

– იცოდით სად მიდიოდნენ?

 

– მე საიდან უნდა მცოდნოდა სად მიდიოდნენ? ეს ბიჭები პირველად როცა იყვნენ მცხეთაში დაკითხვაზე, მაშინ გავიგე მე და სიტუაციის გასარკვევად ადგილზე ჩავედი.

 

რა ჩანს ვიდეო-ჩანაწერში, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმის მთავარი მტკიცებულებაა
2020-06-26რა ჩანს ვიდეო-ჩანაწერში, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმის მთავარი მტკიცებულებაა

 

გვიან ღამით გამოვიდნენ და მითხრეს, საერთოდ არაფერ შუაში არ ვართ, სიტუაციის განსამუხტად ჩავედით მცხეთაშიო.

 

ვასილ გაგნიძეა „ყოჩების“ მოთამაშე, მაგრამ ორივე ბიჭს ვიცნობ და კარგი ადამიანები არიან. ბევრი ადამიანია დაკავებული ამ საქმეზე და შესაძლოა ეს ბოლო დაკავება არც იყოს.

 

როგორ განვითარდება მოვლენები, ვის გამოუშვებენ, ვის წაუყენებენ ბრალს, ამის შესახებ ვერაფერს ვიტყვი.

 

ადვოკატმა მითხრა, რომ გასაშველებლად ჩავიდნენ. იმისთვის ჩავიდნენ, რომ იქ არაფერი მომხდარიყო და უკვე დააგვიანეს, რადგან მომხდარი იყო ეს ამბავი.

 

– კონფლიქტური ბიჭები არიან?

 

– კონფლიქტური ბიჭები არ არიან, ჩამოყალიბებული სპორტსმენები არიან, რაც შეუძლიათ ყველაფერს აკეთებენ, როგორც სამშობლოსთვის, ასევე ახლობლებისთვის. დარწმუნებული ვარ მალე გამოუშვებენ.

 

იცით, რომ ჩვენს სპორტს არ ულხინს და ეს ბიჭები გუნდის გარდა, სხვა სფეროშიც არიან, მძიმე სამუშაოებს ეწევიან, ზოგი მშენებლობაზე, ზოგი სხვაგან და როგორ წარმოგიდგენიათ, აქვთ იმის ფიქრი, რომ სადმე წავიდნენ და ვინმეს საქმეები გაურჩიონ?!

 

კამერებმა ფეხბურთელის საქმეზე დაკავებულები დააფიქსირეს - ვიდეო
2020-06-26კამერებმა ფეხბურთელის საქმეზე დაკავებულები დააფიქსირეს - ვიდეო

 

მითუმეტეს, კოვიდის დროს ჩაკეტილები ვიყავით და რაღაცით რომ თავი ერჩინათ, ყველა რაგბისტმა  სხვა საქმე დაიწყო.

 

– გაგნიძე და მახარაძე მუშაობდნენ მშენებლობაზე?

 

– კონკრეტულად ამ ბიჭებზე არ ვამბობ, მაგრამ თავის გადასარჩენად ყველამ სხვა საქმეს მოკიდა ხელი, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას. რომლის პარალელურად დღედაღამე ვარჯიშობდნენ.

 

 

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენატარი - +

X