14:54 | 2021-08-01 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ეს ბევრისთვის არასასიამოვნო მომენტია – ალექსანდრე გოგინავა მიმართავს მათ, ვისაც ინფიცირებულის ნივთის აღება ან მასთან ოთახში შესვლა უწევს

ეს ბევრისთვის არასასიამოვნო მომენტია – ალექსანდრე გოგინავა მიმართავს მათ, ვისაც ინფიცირებულის ნივთის აღება ან მასთან ოთახში შესვლა უწევს

საზოგადოებამ ახალი კორონავირუსის ხასიათი მეტ-ნაკლებად გაიგო, თუმცა, გზადაგზა, შემთხვევიდან შემთხვევამდე ბევრი კითხვა გვიჩნდება, რაც სავსებით ბუნებრივია.

 

მაშინ, როდესაც ოჯახის რამდენიმე წევრი ინფიცირებულია, საცხოვრებელი სახლი დატოვეს და კლინიკაში ან კოვიდ-ცენტრში განაგრძეს მკურნალობა, ჩნდება კითხვა: რა უნდა გაითვალისწინოს ახლობელმა, ნათესავმა, ან თუნდაც ოჯახის წევრმა, როდესაც მაგალითად, ინფიცირებულების ნივთების ასაღებად ბინაში შესვლა უწევს.

ეს არის უბრალოდ “აფიორა” და ტყუილი - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე
2021-07-29ეს არის უბრალოდ “აფიორა” და ტყუილი - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

მანამ, სანამ საზოგადოებისთვის კოვიდ-19 ჯერ კიდევ „ახალი ხილი“ იყო და საერთოდ არაფერი ვიცოდით მასზე, კვლევებით დასტურდებოდა, რომ ინფექცია ზედაპირიდან გადადიოდა. თუმცა, მოგვიანებით, ეს დასკვნები გაბათილდა.

 

 

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „პრაიმტაიმის“ მკითხველს განუმარტავს, როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, როდესაც ინფიცირებულების დაკეტილ კარს შევაღებთ, ეს ბევრისთვის ალბათ არასასიამოვნო მომენტია.

 

აქვე გეტყვით, რომ სანამ სახლს დატოვებთ, სასურველია, ჰაერს მოძრაობის საშუალება მივცეთ და ფანჯრები ღია მდგომარეობაში დავტოვოთ.

 

თავიდან იყო მონაცემები, რომ ნივთებიდან და ზედაპირებიდან კორონავირუსული ინფექციის გადადება საკმაოდ მაღალი იყო. თუმცა, კვლევები აჩვენებს, რომ დაავადების გადაცემა ხდება ინფიცირებულ ადამიანთან უშუალო კონტაქტით, უახლოეს პერიოდში, ხელის ჩამორთმევით, ან იმ ნივთებზე და ზედაპირებზე შეხებით, რასაც ინფიცირებული შეეხო. 

 

თუ რამდენიმე დღის განმავლობაში ინფიცირებული ადამიანები სახლში არ არიან და სხვა პიროვნება შევიდა, გადადების რისკი ძალიან დაბალია. პრაქტიკულად, დღესდღეობით, ამის მაგალითები ძალიან იშვიათია. სასურველია, შესვლა 24 საათის შემდეგ მოხდეს.

 

პრევენციის მიზნით, სახელურები და ის ზედაპირები სპირტ-ხსნარებით დამუშავდეს, სადაც შეიძლება ადამიანს შეხება ჰქონდეს. ამით ყველანაირ მინიმალურ რისკს გავაქრობთ“, – განმარტა ინფექციონისტმა.

 

 

ასევე წაიკითხეთ:

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე


X