00:28 | 2020-06-06 ავტორი: Prime Time

ეს ბედნიერი ფოტო სიკვდილის წინ დედისთვის გაგზავნილი ბოლო შეტყობინება აღმოჩნდა

ეს ბედნიერი ფოტო სიკვდილის წინ დედისთვის გაგზავნილი ბოლო შეტყობინება აღმოჩნდა

37 წლის დენიელ შედი სპორტით, ტურიზმით და ბაიკერობით იყო გატაცებული. ბოლოს რაღაც ახლის მოსინჯვაც სცადა. მან და მისმა სამმა მეგობარმა ერთძრავიანი, ოთხადგილიანი თვითმფრინავით გაფრენა გადაწყვიტეს. ისინი მისურიაში, კრივ კოერის აეროპორტიდან აფრინდნენ.

 

 

ეს მისი პირველი გაფრენა იყო მათთან ერთად და არ ვარ დარწმუნებული, რომ პატარა თვითმფრინავში მანამდეც მჯდარა. სულმოუთქმელად ელოდა ამ მოგზაურობას. ყველა მათგანი ბედნიერი იყო, შესანიშნავ განწყობაზე. ამინდიც მშვენიერი იყო.

– ჩარლზ შედი, დენიელის მამა

 

ძალაგამოცლილმა მეთევზემ საკუთარი სიცოცხლის ბოლო წამები ვიდეოზე აღბეჭდა (ვიდეო)
2020-05-28ძალაგამოცლილმა მეთევზემ საკუთარი სიცოცხლის ბოლო წამები ვიდეოზე აღბეჭდა (ვიდეო)
  დენიელმა სელფიც გადაიღო და დედას გაუგზავნა. თუმცა რამდენიმე წამში ბიჭების სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა. აფრენიდან 5 წუთში თვითმფრინავი ჩამოვარდა. ყველა ადგილზე დაიღუპა.

 

დენიელის მამა, რომელმაც ისინი აეროპორტში მიიყვანა, ამბობს, რომ თვითმფრინავი გამართული იყო და ყველა აუცილებელი შემოწმება გაიარა. მას შვილის მეგობარი მართავდა.

 

სამართალდამცველებმა მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყეს. ამ დროისთვის კატასტროფის მიზეზები დაუდგენელია.

 

წყარო: The Sun.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +