fbpx
20:51 | 2020-06-30 ავტორი: რუსა ღვანიძე

„ეს ბავშვები ნამდვილი „მზის სხივები“ არიან!“ – შშმ პირთა ანსამბლის ხელმძღვანელი, რომელმაც სტერეოტიპები დაანგრია 

„ეს ბავშვები ნამდვილი „მზის სხივები“ არიან!“ – შშმ პირთა ანსამბლის ხელმძღვანელი, რომელმაც სტერეოტიპები დაანგრია 

სმენადაქვეითებულ გოგონების და ვაჟებისაგან შემდგარ ანსამბლ „ლილეს” ხელმძღვანელი ნიკოლოზ (კახა) ხერხაძე, ხალხური ქორეოგრაფიის ისტორიის პედაგოგია, რომელიც ქართულ ცეკვის რამდენიმე ანსამბლს ხელმძღვანელობს.

 

ანსამბლი „ლილე“, რომელმაც მცირე დროში, მსოფლიოს მრავალ ქვეყანას უჩვენა, რომ ხელოვნებაში შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს… კახამ „ნიჭიერის” სცენაზე ჯერ – ანსამბლი “ლილე”, შემდეგ კი მეგისა და გიორგის წყვილი გაიყვანა (გოგონა სმენადაქვეითებული, ვაჟი – უსინათლო).

 

„პრაიმტაიმი“ ქორეოგრაფს დაუკავშირადა და კულტურულ სფეროში განვითარებულ პრობლემებზე, ექსკლუზიურად ესაუბრა:

 

ყველაზე ძალიან ერთი პრობლემა მაწუხებს, ჩემი ანსამბლი „ლილე“, რომლის წევრებიც ყრუ-მუნჯები არიან, თუ ყოველ დღე არ მუშაობენ, თუნდაც კვირაში ორჯერ. ეს უკვე პრობლემას უქმნის, ილეთები ავიწყდებათ. მათ ხომ არ ესმით და ვერ ახერხებენ, თუნდაც სახლში ივარჯიშონ. ამიტომ, მათთან ონლაინ-გაკვეთილებს ვერ ვატარებ. როცა ვუხსნი, აუცილებლად თარჯიმანია საჭირო. ძალიან რთულია ამ სტილით მუშაობა, ენერგიასაც ვერ ჩადებ.

 

ატარებდით ონლაინ-გაკვეთილებს?

 

რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან დიდი პრობლემა შეგვექმნა. ვფიქრობდი, მარტივი ილეთები მესწავლებინა, მაგრამ ძალიან გაუჭირდათ. გარდა ყრუ- მუნჯისა, დაუნის სინდრომის მქონე და ეტლში მჯდომ ბავშვებსაც ვასწავლი. ყველა ბავშვთან, სხვადასხვა სტილით მუშაობა მიწევს.

 

ეტლში მჯდომ ბავშვებთან როგორ ახარხებთ მუშაობას?

 

ჩემი ანსამბლის ბავშვები დავიხმარე და ცეკვა „სამაია“ დავდგით. ეტლში მჯდომი, ხელებით ცეკვავს, რომლებსაც ანსამბლის მოცეკვავეები ატარებდნენ. ზოგს ცერებრიალური დამბლა აქვს, ზოგი სხვა მიზეზით ზის ეტლში. ურთულესია მათთან მუშაობა. იდეაში მაქვს, ერთიანი კომლექსის გაკეთება. უამრავი მიტოვებული ტერიტორია და შენობაა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია.

 

ანუ, სარეაბილიტაციო ცენტრის შექმას ფიქრობთ?

 

რა თქმა უნდა, სადაც შევასწავლი ქორეოთერაპიას და ამავე დროს, იდეაში მაქვს საცხენოსნო სპორტის გამოყენება, რომელიც ამ ბავშვების განვითარებას შეუწყობს ხელს. ყველაზე მთავარი პრობლემა შენობაა, რომელიც რთული შესაძენია.

 

აუცილებელია ფართი, შენობა, მანეჟი, პანდუსი, საჯინიბო, სადაც მინიმუმ ორი ცხენი დამჭირდება, რისთვისაც დამჭირდება სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება. ეს ყველაფერი, ძალიან კარგია ამ სახის პრობლემური ბავშვების განვითარებისთვის. ზუსტად ვიცი, რომ სხვა ქვეყნებში, ამას აუცილებლად დააფინანსებდნენ.

 

 

ქართული ცეკვა ახლოს არის ისეთ ელემენტებთან, როგორიც არის მაგ. იოგა. ცეკვა „ხორუმში“, „ფარულა სვლის“ დროს, როცა ვაჟი ფეხს იქნევს, ქუსლს დუნდულს ურტყამს, სადაც არის კვანძი,რომელიც ავითარებს ადამიანში სხვადასხვა სულისკვეთებას. იოგას დროს, ელოდება მზის ამოსვლას და ზუსტად ასევე ირტყამს ფეხს. ჩვენ ეს ქართულ ქორეოგრაფიაში გვაქვს, იგივეა ცეკვა „მთიულურის“ მოძრაობებში.

 

ამ სახის ცენტრი, დიდი ხნის წინ, ქორეოგრაფ და ეროვნული ქორეოგრაფიის მკვლევარ დავით ჯავრიშვილს ჰქონდა შექნმილი, რომელმაც პირველად შექმნა ქორეოგრაფიაში ქართული კლასი და ამავე დროს, ქართული ქორეოგრაფიის, ქორეოლოგიის ერთადერთი ფუძემდებელია.

 

ადამიანი, რომლის ნაშრომებითაც, დღესაც სარებლობენ სხვავასხვა ქვეყნები – ჩეჩნები, ოსები – თითქმის მთელი კავკასია. პანდემიამ, ძალიან შეგვიშალა ხელი და ვეღარ განვავითარეთ ამ ცენტრის განვითარება. დაწყებული გვქონდა, საცხენოსნო ცენტრის გახსნა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ გაგრძელება, რისთვისაც სახელმწიფოს მხრიდან დახმარება, აუცილებლად გვჭირდება.

 

გეგმაში ისევ რჩება ამ ცენტრის გაკეთება და ვეცდები, რომ გავაკეთო, რადგან ზუსტად ვიცი, რომ კარგ შედეგს გამოიღებს. შეიქმნება ჯგუფი, რომელიც, როგორც იაპონიაში, თავიანთ თავს, თვითონ შეინახავს, მაგრამ თავიდან სახელმწიფოს მხრიდან დახმარების გარეშე, შეუძლებელია.

 

სად უნდა გაკეთდეს?

 

ქალაქში ვერ გაკეთდება, რადგან ტრანსპორტირება, ყოველთვის პრობლემა. ნაძალადევში იყო ეტლით მოსიარულეთა ერთ-ერთი სკოლა -„ანიკა“, სადაც ვმუშაობდი, რომლებსაც ემსახურებოდა პონდუსიანი ავტობუსი. სავარაუდოდ, უკეთესი იქნება ქალაქგარეთ.

 

რას ნიშნავს ქორეოთერაპია?

 

ქორეოთერაპია ნიშნავს – პირობით ნიშნებს, ცეკვის აღწერას, ისტორიას, მოკლე მიმოხილვას, გარჩევას. კავკასიელი ხალხი, დღემდე ამ უდიდესი ქორეოგრაფის დავით ჯავრიშვილის წიგნით – „5 ქართული ცეკვა“ სარგებლობენ, და ქმნიან თავიანთ კლასს.

 

როცა საქართველოში ეს თემა წამოიჭრა, ანუ როცა 1-4 კლასის ჩათვლით ამ მასალის ჩადება გადავწყვიტეთ, როცა ბავშვს ქართული ცეკვა უნდა ესწავლა, ხელი არ შეგვიწყეს. პედაგოგს, კვირაში ერთი დღე დაუნიშნეს, თან მიზერული თანხის სანაცვლოდ.

 

ერთი კვირის წინ, პირდაპირი ჩართვა გვქონდა ტელევიზიის ეთერში, ქორეოგრაფებს, ვისაც ასეთ ბავშვებთან გვიწევს მუშაობა. უამრავი პრობლემებია – ადრე რუსთაველზე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში დადგეს პანდუსები, მაგრამ ცოტა ხნის წინ, ვნახე, რომ არცერთი პანდუსი აღარ არსებობს. არც ოპერის თეტრის წინ, მიწისქვეშა გადასასვლელში არსებობს. ეტლის მოსარგებლეების პრობლემა, ისევ ძალაში რჩება.

 

რას გვეტყვით თქვენი ოჯახის შესახებ, რომლის თითქმის ყველა წევრი ცეკვავს?

 

– მე და ჩემმა მეუღლემ, ლონდა უგულავამ, რომელიც ასევე ქორეოგრაფია, ფაქტობრივად, ყველაფერს ერთად მივაღწიეთ. ოთხი წლიდან, სცენაზე ვდგავართ. ჯერ საესტრადო სასწავლებელში გავიცანით ერთმანეთი და შემდეგ – თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარეთ. დღემდე რამდენიმე ანსამბლს ვუძღვებით.

 

ლონდა რამდენიმე ქართულ ფილმშია გადაღებული, მათ შორის, „ბებერ მეზურნეებში”, ჯუნას როლს ასრულებს. უმცროსი ვაჟი, ლაშა “სუხიშვილებში” ცეკვავდა. უფროსი ვაჟებიც ცეკვავდნენ, მაგრამ საბოლოოდ, სხვა სპეციალობები აირჩიეს. ცეკვავენ მათი მეუღლეებიც. ჩემი პაპა ფანდურზე, დუდუკზე, სალამურზე უკრავდა. ბებია – ცეკვავდა. ჩემი უმცროსი დაც ქორეოგრაფია… ლონდას ოჯახშიც, თითქმის ყველა ხელოვნებას ემსახურებოდა – დედა მღეროდა, მამა სხვადასხვა საკრავზე უკრავდა. მე, როგორც მოცეკვავე, სკოლის პერიოდიდან ნუგზარ კაპანაძემ გამზარდა, გარკვეული პაუზის შემდეგ კი კვლავ ცეკვისკენ, ავთო თათარაძემ მიბიძგა.

 

რას ითხოვთ სახელმწიფო სტრუქტურებისსგან?

 

მინდა დაგარწმუნოთ, რომ ცენტრის შექმნა, აუცილებელი პირობაა. რამდენიმე პედაგოგს, რომლებიც ასეთ ბავშვებთან ვმუშაობთ, მოგვეცეს საშუალება, რომ მეტი ყურადღება გამოვიჩინოთ ამ ბავშვების მიმართ და მომავლის იმედი ჩავუსახოთ.

 

ანსამბლ „ანიკაში“ არიან ბავშვები, რომლებიც ქსოვენ, კერავენ, სხვადასხვა პროდუქციას ქმნიან. სურვილი მაქვს, რომ როცა ასეთ ბავშვს, თუნდაც ქუჩაში შეხვდებით, სიამოვნება მიიღოთ და არ ჰქონდეთ შეცოდების გრძნობა. ისინი, ისეთივე ჩვეულებრივი დადამიანები არიან, როგორც ჩვენ. უბრალოდ, მეტად აქვთ განვითარებული სხვა ნიჭი.

 

ჩვენ თუ ვსაუბრობთ, ვხედავთ, ამ დროს, შესაძლებელია, არ გვაქვს ის ნიჭი განვითარებული, რაც მათ. მოგვეცეს საშუალება, რომ სხვა მიმართულება მივცეთ ბავშვებს და საქმის სწავლა, მათთვის, მომავლის იმედი იყოს. მადლობელი ვარ ქალაქის მერის კახა კალაძის, რადგან მთელი პანდემიის პერიოდში, ხელფასი მერიცხება, მაგრამ ვისი ხელფასებიც არ არის მთავრობაზე მიბმული, მათ ძალიან გაუჭირდათ.

 

როგორი ურთიერთობა გაქვთ ასეთ ბავშვებთან?

 

სხვათა შორის, ჟურნალისტები, ხშირად მისმევენ ამ კითხვას. ანსამბლ „ლილეს“ ჯგუფის წევრებთან, საიდუმლო ჟესტები გავაქვს. გვყავს თარჯიმანი, ქ-ნი ჯულიეტა, რომელიც სულ მეჩხუბება, არასწორად ეუბნებიო. მთავარია, რომ ყველაფერს ვაგებინებ. წარმოიდგინეთ, რომ იაპონიაში ჩახვედი, ენა არ იცი და რაღაცის თქმა გინდა. რას იზამ? რა თქმა უნდა, ჟესტების ენაზე ისაუბრებ, ყველაფერს იღონებ რომ გააგებინო. სანამ მეტყველება ჩამოყალიბდებოდა, მანამდე ჟესტებით და მიმიკით საუბრობდნენ. როცა გიხარია, იცინი, როცა გწყინს, მოღუშული ხარ.

 

 

როგორ ჯდებიან რითმაში?

 

ცეკვის დროს ვდირიჟორობ, მათ წინ ვდევარ და ხელების მოძრაობით, ჟესტების ენაზე ვესაუბრები. ერთხელ მოხდა სამწუხარო ინციდენტი, ფილარმონიაში, ერთ-ერთი კონცერტის დროს, უსინათლო მოცეკვავე, სცენიდან გადმოვარდა. სცენაზე, ახალი დეკორაციები დადგეს და ვერ გათვალა. ნაბიჯით ითვლიან, მაგრამ ამავე დროს სენსორები (მგრძნობელობა), უფრო მეტად აქვთ განვითარებული. ერთ-ერთი მოცეკვავე ლევან გოცაძე, სასწაული თბილი და მოსიყვარულე ბავშვია. არ არსებობს, არ დამირეკოს, არ მომიკითხოს. ამ პანდემიის დროს, ძალიან ხშირად მირეკავდა და მკითხულობდა. ეს ბავშვები, ნამდვილი „მზის სხივები“ არიან!

 

რა სოლოს ცეკვავს ლევანი?

 

ყველა ბავშვი ინდივიდუალურად ცეკვავს, ლევანს რაჭულის და აჭარულის სოლოს ვაცეკვებ. „ნიჭიერის“ პროექტებშიც მივიღეთ მონაწილეობა და ფინალამდეც კი მივაღწიეთ. ვფიქრობ, უდიდესი შეცდომა დავუშვით – როცა პირველად გამოვედით, ჯერ გვყავდა ანსამბლი „ლილე“ და შემდეგ მეგი და გიორგი, რამაც ერთმანეთს ხელი შეუშალა. ეს ორი, ერთი დაიგივე სფერო, ერთმანეთს დაეჯახა. მართალია, ფინალში კი გავიდნენ, მაგრამ გულდასაწყვეტია, რომ ვერ გაიმარჯვეს.

 

რომელ ქვეყნებში გქონდათ გასტროლი და ვინ გაფინანსებდათ?

 

ის მოცეკვავეები, რომლებიც ანსამბლ „ლილეს“ წევრები არიან, უცხოეთში, უამრავ გასტროლზე არიან ნამყოფი, რაშიც თბილისის მერიის სამსახური გვეხმარება. რამდენიმე წლის წინ, ყოფილი მერის ნარმანიას დროს, ჩემი შვილის, ლაშას ხელმძღვანელობით, გასტროლი ესპანეთში ჰქონდათ, სადაც გრან პრი აიღეს. ამის შემდეგ ისრელში, გერმანიაში, საბერძნეთი და ჩეხეთშიც ვიყავით.

 

 

როგორი შოუს ჩამოყალიბებას აპირებთ სამომავლოდ?

 

ჩემი შოუში მონაწილეობას მიიღებენ სმენადაქვეითებული, დაუნის სინდრომიანი და უსინათლო ბავშვები. უსინათლო ბავშვებში, არის ვოკალისტი შაბან მამედოვი, რომელიც ძალიან ნიჭიერი ბავშვია. სკოლა წელს დაამთავრა, მაგრამ მიღებული აქვს მონაწილეობა „იურმალას“ ფესტივალზე. არის კიდევ ერთი ჯგუფი – უსინათლო გოგონათა ჯგუფი, სადაც უკრავენ და მღერიან კიდეც. „ნიჭიერისთვის“ უსინათლო ბავშვებს რომ ვეძებდი, ფონიჭალაში, უსინათლოთა ცენტში გამიშვეს. მათგან გავაკეთე ცეკვა „ფერხული“.ხელჩაკიდებულნი არიან და ისე მოძრაობენ, აქედან გამომდინარე, უამრავი იდეა გამიჩნდა. „მხედველი არის მუნჯი და ბრმა არის მოლაპარაკე“ – ეს იდეა ამერიკული ფილმიდან ავიღე და ერთმანეთს დავაკავშირე სმენადაქვეითებული და უსინათლო. დაუნის სინდრომიანი და სმენადაქვეითებული, რითაც გარკვეული შედეგები დავდე. წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველა ერთად იქნებიან, უზარმაზარი შოუ გაკეთდება. ამ შოუზე მთავრობიდან დაწყებული, ყველა დაესწრება. ეს იქნება ერთი დიდი საერთო ღონისძიება. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ბავშვები ოდესღაც ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ.

 

შეძენილ და თანდაყოლილს შორის, სხვაობაა?

 

რა თქმა უნდა, დიდი განსხვავებაა. სად იმ ბავშვის განვითარება, რომელსაც ოდესმე ნანახი, ან მოსმენილი აქვს და სად იმ ადამიანის, ვისავ არასდროს უნახავს და მოუსმენია. ეს ბავშვები, გიტარაზეც უკრავენ, რომელსაც ხელის და სიმის მოძრაობით იმახსოვრებენ, მაგრამ ჟღერადობა? ამ დროს, ერთ-ერთი პედაგოგი ეუბნება, წარმოიდგინე ფოთოლთა შრიალი, ზღვის შხეფბის ხმა – ეს ხომ ბავშვის დაცინვაა! ადამიანმა, რომელიც დაბადებიდან სმენადაქვეითებულია, როგორ უნდა წარმოიდგინოს ფოთოლთა შრიალი? – უნდა გაიგო, რომ წარმოიდგინო. ასეთ ბავშვებთან, ძალიან რთულია მუშაობა და სულ სხვა მეთოდებია საჭირო. გერმენიში, ერთ-ერთ სმენადაქვეითებულ გოგონასთან ვმუშაობდი, რომელსაც გ. ყანჩელის „ყვითელი ფოთლები“ ვასწავლე. სასწაული იყო, რომ გოგონა მარტო ცხოვრობდა, მშობლებთან დამოუკიდებლად. როცა ვკითხე მიზეზი, მიპასუხა, მარტო ცხოვრება მირჩევნიაო. როგორ დადიხარ ქუჩაში მეთქი. ტელეფონი მაქვს და ამით ვსარგებლობო. ნივთებიც კი ისე აქვს დალაგებული, ბევრს შეშურდება. ყველაფრი, თავის ადგილზე აქვს.

 

აუტისტ ბავშვებთან თუ გქონიათ შეხება და რამდენად რთულია მათთან მუშაობა?

 

ურთულესია მათთან მუშაობა, უფრო რთული ვიდრე ეს ბავშვები. რამდენიმე ბავშვთან მომიწია მუშაობა. მათ სულ სხვა ემოცია აქვთ. ტყუპი ბავშვები იყვნენ და ძალიან უჭირდათ აყოლა.

 

 

რატომ არის კარგი ქართული ცეკვა?

 

ქორეოგრაფიები, იგივე ხელოვნების ხალხი, უპატრონოდ დარჩნენ. ეს ხალხი, რომ სახელმწიფოზე მიბმული ყოფილიყო, ასე არ მოხდებოდა. 24 -ე სკოლის ცეკვის პედაგოგი ვარ, შევქმენი რიტმულ მოძრაობათა ცეკვის კომპლექსი, რითაც ბავშვს უყალიბდება სწორედ დგომას და სიარულს, ასევე ვასწავლი აერობიკას, მაგრამ ეს ყველაფრი სპორტულ გაკვეთილად ითვლება. სქოლიოზი, 21 -ე საუკუნის დაავადებად ითვლება. ეს ყველაფერი, ზოგიერთი ექიმის ამბიციაა, მშობელს აფრთხილებენ, ქართულ ცეკვაზე არ ატაროთ ბავშვი, სქოლიოზი განუვითარდებაო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მარტი ტრენაჟიც კი საუკეთესოა სქოლიოზის მქონე ბავშვებისთვის. ბალერინებს აქვთ სქოლიოზი, იმიტომ, რომ საათობით უწევს დგომა, პირველ პიზიციაში, რაც ქართულ ცეკვებში სხვაგვარდ არის. ეს ყველაფერი, საბჭოთა კავშირის დროს არის გათვლილი. დავუჯდები ექიმებს და ვუხსნი და დავუსაბუთებ, რატომ არის კარგი ქართული ცეკვა, სქოლიოზის მქონე ბავშვებისთვის. გარდა ამისა, ბრტყელტერფიან ბავშვებსაც შველის.

 

ვის მიმართავდით თქვენს პრობლემებზე?

 

გული მწყდება, რომ მთელ კავკასიაში უფრო აღმერთებენ ქართულ ცეკვას. საქართველოში სხვანაირად ცეკვავენ. მინდა მივმართო კულტურის სამინისტროს, რომ მიიერთოს ხელოვნების სფეროც, მათ შორის ქორეოგრაფია, ვოკალისტები და მსახიობები, რომლებსაც სტუდიები გააჩნიათ. ქონების მართვის სამინისტროს, ვთხოვ, რომ თუნდაც 6 თვის მანძილზე, გაათავისუფლონ გადასახადებისგან, რადაგან ამ პერიოდში გავერკვევით, რა რაოდენობის ბავშვი გვეყოლება. ღირს თუ არა, ფართის ქირაობა. ამით ბევრ პროფესიონალს დაკარგავენ და შეიძლება არაპროფესიონალებმაც კი ჩაანაცვლონ. მეზობელი ქვეყნები, ისედაც ჩასაფრებულები არიან, ჩვენი კულტურა გაითავისონ. ქართული ცეკვა, ეს ხომ ისტორიული ძეგლია, შეიტანილიც კი არ არის, ძეგლათა დაცვის  სიაში. მახსოვს, პირველი კონფლიქტი ოსებთან გვქონდა – ცერზე. ბ-მა ი. სუხიშვილმა და ნ. რამიშვილმა, საქართველოსთვის უდიდესი საქმე გააკეთეს, მაგრამ ამავე დროს, კავკასიელებსაც შეუქმნეს სასცენო ქორეოგრაფია.

ვთხოვთ, საქართველოს მთავრობას, რომ 2020 წლის ბოლომდე, დროებით შეგვიწყვიტონ არენდები. ბავშვების რაოდენობაც შემცირებულია, რითაც ვერ ვახერხებთ გადასახადების გადახდას. სამინისტროსაც მივმართეთ, მაგრამ დღემდე არ მიგვიღია პასუხი.

 

 

რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

 

უამრავი სურვილი და გეგმა მაქვს, მაგრამ ყველაზე მეტად, ისევ სარეაბილიტაციო ცენტრის გაკეთებას დავასახელებდი, სადაც მინიმუმ, ორი ცხენი მაინც უნდა მვაყვდეს. ეს იქნება სკოლა-სტუდია და ვისაც სურვილი ექნება, ყველა ისწავლის. ვიცი, რომ ბევრ მშობელს უჭირს ეტლის მანქანაში ჩადება. მაგალითად, 203 -ე სკოლაში ბავშვები რჩებიან, მაგრამ დირექტორს არ აქვს უფლება ბავშვები, მშობლის თანხმობის გარეშე, ინდივიდუალურად გამოუშვას ჩემთან რეპეტიციაზე. ვწერ წიგნს – „მსოფლიო ხალხთა ცეკვების მიმოხილვა“. დიდი ხანია ამ წიგნზე ვმუშაობ, მაგრამ სამწუხაროდ, არ ვიცი, როდის გამოვუშვებ.

 

ვთხოვთ, საქართველოს მთავრობას, რომ 2020 წლის ბოლომდე, დროებით შეგვიწყვიტონ არენდები. ბავშვების რაოდენობაც შემცირებულია, რითაც ვერ ვახერხებთ გადასახადების გადახდას. სამინისტროსაც მივმართეთ, მაგრამ დღემდე არ მიგვიღია პასუხი.

 

ავტორი: რუსა ღვანიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X