10:02 | 2021-11-22 ავტორი: Prime Time

ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ – ახალი რეგულაცია გაზის გამათბობლებისა და წყლის გამაცხელებლებთან დაკავშირებით 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება

ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ – ახალი რეგულაცია გაზის გამათბობლებისა და წყლის გამაცხელებლებთან დაკავშირებით 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება

ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება.

გააკეთე ეს ყველაფერი იმისთვის, რომ დაიცვათ სხვები - ზაზა წერეთელი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
2021-11-22გააკეთე ეს ყველაფერი იმისთვის, რომ დაიცვათ სხვები - ზაზა წერეთელი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

 

ახალი რეგულაციით, იმ ბიზნესსუბიექტებს, რომლებიც გაზზე მომუშავე მოწყობილობების რეალიზაციას ახორციელებენ, მოუწევთ ისეთი ტექნიკა, როგორიცაა გაზის გამათბობლები, წყლის გამაცხელებლები, ახალ რეგლამენტთან შესაბამისობაში მოიყვანონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მოწყობილობების რეალიზაციას ვეღარ შეძლებენ.

 

რაც შეეხება ტექნიკურ რეგლამენტს, ის ეხება როგორც მოწყობილობებს, ასევე, საამწყობრო ნაწილებს, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

 

ახალი გადაწყვეტილებით, რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება იმ მოწყობილობებსა და საამწყობრო ნაწილებზე, რომელთა შემოტანაც ქვეყანაში 2021 წლის პირველ დეკემბრამდე განხორციელდა.

 

დაგაინტერესებთ: ვის გაეზრდება ახალი წლიდან პენსია, ხელფასი და სოციალური დახმარება

 

ასევე ნახეთ ვიდეო ⇓ გიორგი ფხაკაძე კოვიდგადატანილებზე

 

ავტორი: Prime Time

X