fbpx
14:31 | 2020-09-17 ავტორი: Prime Time

„ეს არის ზემნიშვნელოვანი, რაც ფუნდამენტურად შეცვლის საარჩევნო გარემოს და არ მისცემს ძალადობის შესაძლებლობას დამსხვრეული ოცნებების პარტიას“ – გიორგი ვაშაძე მაიკპომპეოს გადაწყვეტილებაზე

„ეს არის ზემნიშვნელოვანი, რაც ფუნდამენტურად შეცვლის საარჩევნო  გარემოს და არ მისცემს ძალადობის შესაძლებლობას დამსხვრეული ოცნებების პარტიას“ – გიორგი ვაშაძე მაიკპომპეოს გადაწყვეტილებაზე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე მიესალმება  და ზე-მნიშვნელოვანს უწოდებს
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს გადაწყვეტილებას, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე  დასაკვირვებლად სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოხალისეების გამოგზავნის შესახებ.

„ეს არის ზე-მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ფუნდამენტურად შეცვლის საარჩევნო  გარემოს. ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ ამისთვის და დიდი მადლობა ჩვენი ქვეყნის ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორებს, რომ ისინი იქნებიან ჩვენთან ერთად  იმისათვის, რომ ქვეყანაში  შედგეს დემოკრატიული არჩევნები. ამავე დროს, არ მიეცეს ძალადობის შესაძლებლობა, რომელიც უკვე დაიწყო დამსხვრეული ოცნებების, ივანიშვილის პარტიამ საქართველოში. ძალიან მიხარია და ძალიან კარგია, რომ ისინი ჩვენთან ერთად იქნებიან და აქტიურად ჩაერთვებიან  არჩევნების მონიტორინგს“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე

R

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X