fbpx
22:31 | 2020-08-30 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ეს არის უკანასკნელი წერილი ბავშვებსა და ჩემს ოჯახზე – დედის სულისშემძვრელი ისტორია

ეს არის უკანასკნელი წერილი ბავშვებსა და ჩემს ოჯახზე – დედის სულისშემძვრელი ისტორია

„პრაიმტაიმი“ ერთი ახალგაზრდა ქალბატონის საჯარო წერილს აქვეყნებს, რომელიც 21 წლის თამუნა ჩერქეზიშვილმა, ხუთი შვილის დედას ეკუთვნის.

 

ის მეუღლესთან და ხუთ შვილთან ერთად ხარაგაულში ცხოვრობს. ახალგაზრდა წყვილმა საკუთარი შრომით სახლი იყიდეს, მაგრამ საცხოვრებელი პირობების შექმნას ვერ ახერხებენ.

 

მშობლები და მათი მცირეწლოვანი შვილები სხვა მათი თანატოლების მსგავსად, არც მდიდრულ აგარაკებზე ოცნებობენ და არც ძვირადღირებულ ნივთებზე.

 

მათი ოცნება ზამთრის სუსხიან დღეებში თბილ სახლში შეშის ღუმელზე გათბობა და სახლში, ელემენტარული ნივთების არსებობაა.

Exclusive: „გამიჩნდა მხოლოდ ერთი კითხვა, რატომ გადავრჩი“ - ინტერვიუ თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ
2020-08-18Exclusive: „გამიჩნდა მხოლოდ ერთი კითხვა, რატომ გადავრჩი“ - ინტერვიუ თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ

მრავალშვილიან დედას სექტემბრის დადგომა აშინებს. მისი უმცროსი სალომე, წელს პირველად შეაღებს სკოლის კარს, თუმცა თამუნას არ შეუძლია არც სკოლის ჩანთის და არც სასკოლო სხვა ნივთების ყიდვა.

 

სალომეს მსგავსად, მისი და-ძმაც ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, რვეულებსა და წიგნებს ჩუმად ნატრობენ. ისე, რომ დედ-მამას ამას არ ეუბნებიან. იციან დ სჯერათ, რომ საშუალება რომ ჰქონდეთ, საოცნებოც არ ექნებოდათ.

 

პატარები დუმილით თანაუგრძნობენ დედას მძიმე მატერიალურ სიდუხჭირეში ცხოვრებას და ისინიც შიშით ელიან, ჯერ სკოლის დაწყებას, მერე კი – ზამთარს. სახლში, სადაც ეს პატარები იზრდებიან, ისევე წვიმს, როგორც – გარეთ. მათ ოთახებში სიმყუდროვეს ქარი არღვევს, რომელიც გაულესავი კედლებიდან და თუნუქის ჭერიდან უბერავს…

 

ჩერქეზიშვილების ოჯახში უფროსი ბიჭი 12 წლისაა, ხოლო სულ პატარა 3 წლის შოთიკოა. თამუნა თავისი ოჯახის სადარდებელზე, პრობლემებსა და ოცნებებზე თავად წერს:

ჩერქეზიშვილების სახლი 

 

„ახლა დავწერ და მორჩა, არასოდეს აღარ დავწერ არაფერს… ეს იქნება უკანასკნელი წერილი ბავშვებსა და ჩემს ოჯახზე.

 

აღარ დავწერ, რომ გვშია… აღარ დავწერ, რომ ზამთარი მოდის და აღარ დავწერ, რომ ბავშვებს სასკოლოდ ბევრი რამ სჭირდებათ ფეხზე, ტანზე, რვეული, კალამი და ა.შ.

 

ვიგუდები სპაზმით, ისეთ დღეში ვარ ნერვიულობისგან, რა ხერხს მივმართო აღარ ვიცი, როგორ მივიდე იქამდე, რომ ეს სახლი საცხოვრებლად ვარგისი გავხადო ზამთრისთვის და ბავშვები როგორმე მოვამზადო სკოლისთვის, ყოველდღიურ პრობლემებს როგორ გავართვა თავი რომ მორჩეს ჩემი ნერვიულობა…

 

დავწყნარდე და როგორმე შევუდგე ყოველდღიურობას. არც კი ვიცი, როგორ გადმოგცეთ, ის უიმედობა, რომელსაც ვგრძნობ. ერთი სიტყვით, მთლად მიწაზე არ ვცხოვრობთ, არც ღია ცის ქვეშ, მაგრამ პირდაპირ რომ გითხრათ მწერები, მიწათძრომელა ცხოველები, ტყის ბინადრები და ა.შ. ყველაფერი ჩვენს სახლშია და უკვე ყოველღამე შიშით გვძინავს. ჭერი არ გვაქვს გაკეთებული და არც იატაკი… შეშაზე ჯერ არ ვზრუნავთ იმიტომ, რომ აზრიც არ აქვს, ასე ღია სახლს შეშა ვერ გაათბობს.

 

მოკლედ, ეს ჩემი ბოლო თხოვნაა და მართლა უკანასკნელი, რადგან აღარავის შევაწუხებ. ახლა დაგვეხმარეთ, რომ როგორმე დავძლიოთ ეს პრობლემები, ჩემი შვილებიც გაიზრდებიან, მეც ავმოძრავდები რაღაცას მოვიფიქრებ და ამასობაში, არჩევნებიც ჩაივლის…

 

იმედს ვიტოვებ, რომ დეპუტატთან საუბარს ფუჭად არ ჩაუვლია და რაღაც აუცილებლად შეიცვლება… ასეთ დროს კი, მხოლოდ თქვენ მაძლებინებთ ხოლმე ამ დიდ პრობლემებს, რომლებსაც მარტო ვერაფრით გავუმკლავდები… გემუდარებით ჩემო კარგებო – ვისაც რა და როგორ შეგიძლიათ, ისე დაგვეხმარეთ…

გემშვიდობებით და იმედი მიმყვება თქვენი …როგორც ხდება ხოლმე, უფალი არ გვტოვებს, ყველამ რომ მიგვატოვოს, ის სულ ჩვენთანაა…სიკეთეს გისურვებთ…” – წერს თამუნა ჩერქეზიშვილი.

 

 ამ სახლში ხუთი ბავშვი ცხოვრობს

 

„პრაიმტაიმის” მკითხველს არაერთი ბავშვი გაუხარებია, არაერთი დედის სულისშემძვრელი ისტორია გაულამაზებია და არაერთი ოჯახისთვის დახმარების ხელი გაუწვდია. 

 

თუ, მკითხველს შორის არიან ისინი, ვისაც მათი დახმარება ხელეწიფება, ოჯახის ანგარიშის ნომერსა და საკონტაქტო ინფორმაციას გავასაჯაროებთ

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

X