15:36 | 2021-07-28 ავტორი: Prime Time

ეს არის უარის თქმა ევროპაზე, ამერიკაზე, ყველა ჩვენს პარტნიორზე- ხათუნა სამნიძე

ეს არის უარის თქმა ევროპაზე, ამერიკაზე, ყველა ჩვენს პარტნიორზე- ხათუნა სამნიძე

“ეს არის უარის თქმა ევროპაზე, ამერიკაზე, ყველა ჩვენს პარტნიორზე“,- ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა

 


მისის თქმით, მრავალი მცდელობის მიუხედავად “ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე ხმათა 43%-ის აღების არანაირი შანსი არ აქვს და ეს გადაწყვეტილებაც ამის გამო მიიღო.

 

“შანსი არ ჰქონდათ 43%-ის! 5 ივლისის მერე ამას ცდილობენ, ამოწმებენ, ამძაფრებენ დაპირისპირებას, საპატრიარქო ჩართეს, რადიკალებიც და ანტიეკლესიურობის რიტორიკა, ნაცადი მტრის ხატის კამპანია ისევ გამოცადეს, პლაკატების აკრეს – არაფერმა არ უშველა.

 

მერე საბაბზეც იფიქრეს, მეტი ჭკუა არ ყოფნით, ისევ ოპოზიციას დავაბრალოთო და გადაწყვიტეს. ეს არის უარის თქმა ევროპაზე, ამერიკაზე, ყველა ჩვენს პარტნიორზე, თითოეულ ადამიანზე ამ ქვეყანაში, ვისაც ოდნავ მაინც ჰქონდა მბჟუტავი იმედი რაიმე ცვლილების! ესა მათი მიზანიც – სრული ნიჰილიზმი, სრული კონტროლი, სრული განადგურება დემოკრატიის! არავის არ გასვლია ეს ამ ქვეყანაში! ეს ნუ დაგვავიწყდება, ვერ შეძლებენ!”, – წერს სამნიძე სოციალურ ქსელში.

 

ცნობისთვის, დღეს “ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა რომ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია.

 

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის მიხედვით, თუ “ქართული ოცნება“ არჩევნებზე ხმათა 43%-ს ვერ მიიღებდა, მაშინ მმართველი გუნდი ვადამდელი არჩევნების ჩატარების ვალდებულებას იღებდა.

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!