14:46 | 2020-05-05 ავტორი: Prime Time

„ეს არის რიონს გაყოლებული ფული“ – გოგი წულაია ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციაზე

„ეს არის რიონს გაყოლებული ფული“ – გოგი წულაია ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციაზე
„თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე, გოგი წულაია კორონავირუსის კრიზის დროს ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერების ინიციატივით გამოდის.
 
მისი განცხებით, ქუთაისის მერიამ უარი უნდა თქვას ასსაფეხურიანი კიბეების რეაბილიტაცია.
„30 000 ლარი უკვე დახარჯულია და ამ 30 000-ის გარდა, 615 000 ლარი იხარჯება, იმ ფონზე, როდესაც ამ კიბით დღეში, მაქსიმუმ, 20 ადამიანი სარგებლობს.
ფულის საშოვნელ ადგილად გადააქციეს ეს კიბე და ვთვლი, რომ ეს არის რიონს გაყოლებული ფული”,  – ამბობს გოგი წულაია.
 
გოგი წულაია ხელისუფლებას მოუწოდებს ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ამ წუთას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის, გაჩერდეს და ეს თანხა გაჭირვებული ოჯახების დასახმარებლად გადანაწილდეს.
 
ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბის რეკონსტრუქციისთვის მორიგი ტენდერი მიმდინარე წლის სამ აპრილს გამოცხადდა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 736 306 ლარი იყო.
ტენდერში სულ ორი პრეტენდენტი მონაწილეობდა. თავიდან ბესიკ ივანიშვილმა გაიმარჯვა, თუმცა მან ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიიღო.
შედეგად კიბის რეკონსტრუქცია შპს ლამოდერნა, ხვდა წილად. ლამოდერნა თბილისში რეგისტრირებული კომპანიაა, რომელმაც კიბის რეკონსტრუქცია 30 000 ლარის სანაცვლოდ უნდა განახორციელოს.
ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X