fbpx
11:49 | 2020-12-05 ავტორი: Prime Time

„ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც, „გირჩში“ დაპირისპირებაა“ – რას ჰყვება გიორგი ახვლედიანი „პრაიმტაიმთან“

„ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც, „გირჩში“ დაპირისპირებაა“ – რას ჰყვება გიორგი ახვლედიანი „პრაიმტაიმთან“

გუშინ „გირჩის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ საზოგადოებას აცნობა, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და სანდრო თარხან-მოურავთან პოლიტიკურ თანამშრომლობას წყვეტს. ლიდერთა ნაწილი ერთმანეთს საჯაროდ უპირისპირდება, თუმცა ამ პოლიტიკური ორგანიზაციის დატოვებას არავინ აპირებს.

 

როგორც ირკვევა პარტიის წევრებს შორის პიროვნული დაპირისპირება ადრეც არსებობდა, თუმცა აღნიშნულს საერთო პარტიული საქმიანობის განხორციელებისთვის ხელი არ შეუშლია.

 

რა გახდა ამჟამად პოლიტიკოსთა გზების გაყრის საფუძველი „პრაიმტაიმთან“ პოლიტიკოსი გიორგი ახვლედიანი საუბრობს. როგორც ახვლედიანი აცხადებს, პარტიის წევრებს შორის მწვავე დაპირისპირება საბიუჯეტო დაფინანსების საკითხმა გამოიწვია.

 

„პარტია „გირჩი“, სავარაუდოდ, დაიშლება. ჩემი აზრით, „გირჩში“ პარტიის წევრებს შორის დაპირისპირება გამოიწვია საბიუჯეტო დაფინანსებასთან დაკაკშირებულმა თემამ. არჩევნების შემდეგ, „გირჩი“ ძალიან უცნაურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ის არის ერთადერთი ოპოზიცური პარტია, რომელმაც ამბობს, რომ არჩევნების შედეგები მისთვის მისაღებია.

 

„გირჩის“ პარტიის წევრები ამბობენ, რომ ჩვენ არჩევნებში ავიღეთ იმდენი ხმა, რამდენიც დაგეგმილი გვქონდა. მათთვის არჩევნებში მოპოვებული შედეგი არის პროგრესი. დღეს „გირჩი“ ყველაზე ნაკლებად აპროტესტებს იმას, რომ მათ არჩევნები გაუყალბეს. ამ პარტიის წევრებმა სოლიდარობის გამო დაუჭიროს მხარი ახალი არჩევნების ჩატარების იდეასა და ბოიკოტის რეჟიმში ყოფნას.

 

ასეთ ვითარებაში დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა, როლებსაც „გირჩმა“ სოლიდარობა გამოუცხადა, საბიუჯეტო დაფინანსება აიღეს. „გირჩმა” კი დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა, ანუ ეს პარტია ბოიკოტის რეჟიმში დარჩა. მაგალითად, მე რომ „გირჩში“ ვიყო, აუცილებლად გამოვთქვამდი პრეტენზიას, თვითდაზიანებისკენ ხომ არა ვართ მიმართული. ეს არის მთავარი მიზეზი რის გამოც, „გირჩში“ დაპირისპირებაა“,- განაცხადა ახვლედიანმა.

 

ინფორმაციისთვის, გუშინ „გირჩის“ ლიდერმა ზურა ბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო.

 

ნახეთ, რას ამბობს ვახტანგ მერელიშვილი პარტიის წევრებს შორის დაპირპირებაზე.

ავტორი: Prime Time
X