fbpx
10:02 | 2020-04-09 ავტორი: Prime Time

„ეს არის მსხვერპლის გაღება მოყვასის სიყვარულისთვის“ – მეუფე საბა რელიგიური რიტუალების ონლაინ რეჟიმში ჩატარებაზე

„ეს არის მსხვერპლის გაღება მოყვასის სიყვარულისთვის“ – მეუფე საბა რელიგიური რიტუალების ონლაინ რეჟიმში ჩატარებაზე

ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე საბა ამბობს, რომ ქრისტიანობის მთავრი პრინციპი მოყვასის გაფრთხილებაა და მრევლმა ეს უნდა გაითვალისწინოს.

 

პირველი რიგში ქრისტიანული სიყვარული ამას ითვალისწინებს, რომ ჩვენ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.

 

არ გავხდეთ მიზეზი იმის, რომ თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ჩვენი მიზეზით შეიწიროს ამ ვირუსმა.

 

მთავარი არის ის, რომ მსახურება არ შეჩერდეს და 2 და 3 ადამიანი სადაც არის შეკრებილი უფლის სახელით, იქ არის იესო ქრისტე.

 

ვინც სახლში არის დარჩენილი ისინი მიზეზით არიან მსახურებას დაკლებულნი, ჩვენ არ ვთვლით, რომ ისინი ცოდვას სჩადიან, თუკი სახლში არიან დარჩენილები“, – განაცხადა მეუფე საბამ.

 

მისივე თქმით, მრევლმა უნდა გაითავისოს ერთი რამ, რომ ეს არის მსხვერპლის გაღება მოყვასის სიყვარულისთვის და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის.

 

9 აპრილის მონაცემებით, აშშ-ში ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 14 817-ს მიაღწია.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X