14:37 | 2021-09-25 ავტორი:

ეს არის ძალიან ბევრი სიცრუე არეული ცოტა სიმართლეში – მეუფე თეოდორე ე.წ. „კრეფსებზე“

ეს არის ძალიან ბევრი სიცრუე არეული ცოტა სიმართლეში – მეუფე თეოდორე ე.წ. „კრეფსებზე“

ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ მოსახლეობას გიორგი ჭყონდიდლის ხსენების დღე, მარტვილის საკათედრო ტაძრიდან მიულოცა.

 

მეუფემ კომენტარი მედიის მიერ გავრცელებულ ე.წ. „კრეფსებთან“ დაკავშირებითაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ჩანაწერები არის დიდი სიცრუე არეული ცოტა სიმართლეში.

 

„მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო ეს დიდი დღე, ამ წმინდა, ადგილიდან, ვუსურვო ერთიანობა, ერთსულოვნება.

 

ეპარქიას რაც შეეხება, მიმდინარეობს მოღვაწეობა, მეუფე სტეფანე ასრულებს მოვალეობას, რომელიც დააკისრა სინოდმა და ჩვენ მას გვერდში ვუდგავართ. არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, რაც ყოველთვის არსებობდა, რომელიც დროთა განმავლობაში დაიძლევა და დარწმუნებული ვარ, რომ ეკლესიაში გაიმარჯვებს საღი აზრი და ჩვენ ყველანი ვიქნებით ისევ ერთიანნი.

 

რაც შეეხება სუს-ის ჩანაწერებს, მე ნაწილობრივ გავეცანი მათ, მთლიანად ვერ მოვახერხე, ეს არის ძალიან ბევრი სიცრუე არეული ცოტა სიმართლეში და აქედან შექმნილი არა არსებული, არამედ შექმნილი რაღაც ამბები. ამის შინაარსთან დაკავშირებით მე ვერ გავაკეთებ ვერანაირ კომენტარს, რადგან ამასთან დაკავშირებით უნდა ჩატარდეს გამოძიება და მეც, რა თქმა უნდა, მოვითხოვ რაც შეიძლება მალე ჩატარდეს გამოძიება, დადგინდეს სიმართლე და ამასთან ერთად მოვითხოვ, რაც შეიძლება მალე შეწყდეს ამ პირადი ინფორმაციების გასაჯაროება და ტირაჟირება, რადგან ეს არის ძალიან ცუდი ჩვენი ქვეყნის მთლიანობისა და ჩვენი ეკლესიისთვის, ეს არა რომელიმე პარტიისთვის, ეს არის პირველ რიგში, სახელმწიფოსთვის ცუდი. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ შევწყვიტოთ ამის ტირაჟირება“,- აცხადებს მეუფე თეოდორე.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი:

X

error: Content is protected !!