fbpx
11:33 | 2020-11-23 ავტორი: Prime Time

“ეს არ უნდა შევარჩინოთ… აბა, მე კრეტინი ვიყავი, რომ გადავეცი ხელისუფლება?” – მიხეილ სააკაშვილი

“ეს არ უნდა შევარჩინოთ… აბა, მე კრეტინი ვიყავი, რომ გადავეცი ხელისუფლება?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში არჩევნები არ ყალბდებოდა.

 

“ზოგიერთმა უცხოელმა ისიც იკადრა, თქვენთან ხომ 30 წელია ყალბდება არჩევნებიაო. კი მაგრამ, 30 წელი რას ნიშნავს, აბა მე ვინ ვარ აქ, ვზივარ და სრული კრეტინი ვიყავი, რომ გადავეცი ძალაუფლება?! ამიტომ უნდა ვუმეოროთ უცხოელებსაც, რომ ასეთი შეურაცხყოფა არ მოგვაყენონ. ქართველი ერი არ არის ჩამორჩენილი ერი, რომელსაც უნდა უთხრა, “ჩვენთან არ მოსულა, მაგრამ თქვენთან მოსულა, თქვენ ხომ ველურები ხართ, თქვენ ხომ ტყეში ცხოვრობთ და თქვენთან ტომის ბელადი ყოველთვის ამას აკეთებდა”. ეს არ უნდა შევარჩინოთ არც შიდას და არც უცხოელს არავითარ შეთხვევაში, თუმცა ძირითადად ყველას უკვე ესმის რა მოხდა, მათ შორის, უცხოელებსაც”, – განაცხადა სააკაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში.

 

შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის შემდეგ გამართულ პრესკომფერენციაზე უცხოელმა პარტნიორებმა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საქართველოში ამომრჩეველთა მოსყიდვა და დაშინება 30 წელია გრძელდება.

ავტორი: Prime Time
X