02:24 | 2020-04-08 ავტორი: Prime Time

ეს არ იქნება აფეთქება, ეს იქნება მდორე პიკი, საქართველო აქედან გამოვა მინიმალური დანაკარგით – ცერცვაძე

ეს არ იქნება აფეთქება, ეს იქნება მდორე პიკი, საქართველო აქედან გამოვა მინიმალური დანაკარგით – ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძის ვარაუდით, საქართველოში ვირუსის ეპიდაფეთქება მოსალოდნელი არ არის.

 

მისი თქმით, ეს მდორე პიკი იქნება, შენარჩუნდება კიდევ ორი სამი კვირა.

 

„პიკს მივაღწევთ ორი სამი კვირის შემდეგ. ეს არ იქნება აფეთქება, ეს იქნება მდორე პიკი და ეს შენარჩუნდება კიდევ ორი სამი კვირა. თვენახევრის შემდეგ ეპიდემია წავა ქვემოთ. საქართველო აქედან გამოვა მინიმალურო დანაკარგით და შემდეგ მოგვიწევს ერთმანეთის გვერდით დგომა“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

 

ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 195 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 45 გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X