21:16 | 2021-10-19 ავტორი: Prime Time

ეს არ არის შენი საქმე, მამაო პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოსო… – პეტრე კოლხი აღშფოთებულია

ეს არ არის შენი საქმე, მამაო პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოსო… – პეტრე კოლხი აღშფოთებულია

18 წელია ცოცხებს ვაქნევთ. ჩვენი პრობლემა ყოველთვის ის არის, რომ ერთმანეთს ვაბრალებთ ყველაფერს და ქრონიკულად საკუთარი თავის დაცვაში ვართ. ვერ ვაცნობიერებთ, თუ ჩვენ გვერდით არსებობს დანაშაული, ამით მარტო დამნაშავე არ ზარალდება, მეტ-ნაკლებად ყველა ვზარალდებით, – ამის შესახებ პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს.

 

პოსტს „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:

ვითმენ, ვითმენ, ... ხომ ყველას გვახსოვს, როგორ კლავდნენ ხალხს? ასეთი ადამიანები როგორ მოგწონს? - მამა შალვა კეკელია
2021-10-19ვითმენ, ვითმენ, ... ხომ ყველას გვახსოვს, როგორ კლავდნენ ხალხს? ასეთი ადამიანები როგორ მოგწონს? - მამა შალვა კეკელია

 

ერთიანობის პრინციპი დავკარგეთ და ზოგად ტრაგედიას შორიდან ვაკვირდებით. გულში ვფიქრობთ, „მთავარია მე ხომ არ მეხება”… ასეთი მიდგომით ჩვენც აუცილებლად შეგვეხება და მერე ჩვენზეც ბევრი გაიშვერს თითს, ეტყობა ღირსიაო…

 

ადვილად შევეგუეთ ყველაფერ ცუდს. შევეგუეთ და სხვას თუ ოდნავი პროტესტი გაუჩნდა, იმასაც ჩანასახშივე ვკლავთ… ეს არ არის შენი საქმე, მამაო პოლიკიკაში არ უნდა ჩაერიოს, მამაომ არ უნდა გააპროტესტოს, მამაო აუცილებლად საბჭოთა პერიოდში მიღებული პორტრეტის ყველაზე მახინჯი და მიუღებელი სახე უნდა იყოს-გაქონილი ხელებით, გაბურძგნული წვერებით, გაუგებარი სიტყვებით…

 

ყველა ტრაგედიაზე დიდი ტრაგედია არის ყველა უბედურებასთან შეგუება…

 

სწორედ ამის გამო სახე დავკარგეთ. ერთმანეთს სწორი და ჯანსაღი შენიშვნა ვერ მივეცით…. უცებ გაღიზიანება გვეტყობა და თავის მართლების პოზიციაში გადავდივართ. მერე რა, რომ ახლა ასე ხდება, ცხრა წლის წინ კიდევ უარესები ხდებოდა… ჰოდა, რომ ხდებოდა, იმიტომ გვქონდა ცვლილებების სურვილი, მაგრამ ისევ იქ, ან კიდევ უფრო უკან აღმოვჩნდით…

 

ვისაც საკუთარი ნაკლოვანებების აღიარება უჭირს, ის აუცილებლად დანერგავს ბოროტებას…

 

განვითარება შეფერხდა, ეს ყველაზე მეტად აზროვნებას შეეტყო… თალიბანობა გვაკლია და მორჩა, ავღანეთი ვართ, “- წერს პეტრე კოლხი.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X