23:45 | 2020-04-06 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ეს არ არის პარაცეტამოლი, ეს არის ვაქცინა და დაჩქარება საშიშია – გაეროს ექსპერტი

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს, რომ ამჟამად მსოფლიოში 50-მდე ლაბორატორია მუშაობს ვაქცინაზე, თუმცა ის სრულყოფილ სახეს ჯერ ვერ მიიღებს.

 

ამის შესახებ მან ვახო ხუზმიაშვილის „თავისუფალ სივრცეში“ ილაპარაკა.

 

„ყველა ეს ვაქცინა არც 6 თვეში, არც 7 თვეში არ იქნება მზად. რომც იყოს დამტკიცებული ჯანმოს მიერ, ამას სჭირდება დრო. ყველას გვეჩქარება, ყველაზე ექსტრემალურ შემთხვევასაც სჭირდება 12 თვე. შესაძლებელია დაჩქარება, მაგრამ საშიშროებაც არის.

 

შიდსის ვაქცინაზე მაგალითს გეტყვით: ვაქცინის გამოშვება დააჩქარეს და პირველ სტადიაზე რომ გადავიდნენ, 50 ადამიანი დაინფიცირდა და არ იმუშავა ვაქცინამ.

 

ეს არ არის პარაცეტამოლი, ეს არის ვაქცინა და დაჩქარებაც შეიძლება საშიშიც იყოს. მინიმუმ 1 წელი სჭირდება“ – განაცხადა ჯანდაცვის საკითხების ექსპერტმა.

 

 

ამავე თემაზე იხილეთ:

 

ვინ არის ქართველი მეცნიერი, რომელიც უცხოელებთან ერთად ვაქცინაზე მუშაობს
2020-03-28ვინ არის ქართველი მეცნიერი, რომელიც უცხოელებთან ერთად ვაქცინაზე მუშაობს

 

ამერიკელ მოხალისეებზე ვაქცინის პირველი ტესტი ჩატარდება
2020-03-16ამერიკელ მოხალისეებზე ვაქცინის პირველი ტესტი ჩატარდება
ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X