01:33 | 2020-09-20 ავტორი: Prime Time

„ეს ადამიანი არც საქართველოშია, არც რუსეთშია“ – რა ინფორმაცია გაასაჯაროვა ფურცხვანიძემ ბაჩალიაშვილის საქმის სატელიტის ჩანაწერებზე

„ეს ადამიანი არც საქართველოშია, არც რუსეთშია“ – რა ინფორმაცია გაასაჯაროვა ფურცხვანიძემ ბაჩალიაშვილის საქმის სატელიტის ჩანაწერებზე

დავით ფურცხვანიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მიერ გამოქვეყნებული სატელიტური ფოტომასალის შესახებ გამოიკითხა.

„დავასახელე კონკრეტულად გამოკითხვის დროს არა მხოლოდ სახელი და გვარი, არამედ სხვა დეტალები დაკავშირებული იმ პირთან, მის სტრუქტურასთან, ჩვენს საერთო სტრუქტურასთან. თუკი რაიმე შესაძლებელი იყო, ვთქვი. სრული იდენტიფიცირება თუ უნდათ, ჩემი საკომუნიკაციო საშუალებები მაგათთან არის, იმაში წერია ყველაფერი, სხვადასხვა რეკვიზიტები. თუ დეტალებიც არის საჭირო, დამატებითი საკომუნიკაციო საშუალებებია, ჩემი მობილური და ლეპტოპი, პროცესორი“, – განაცხადა დავით ფურცხვანიძემ.

 

დავით ფურცხვანიძე იმ პირის შესახებ, რომელიც სატელიტის ფოტოებთანაა დაკავშირებული აცხადებს, „ეს ადამიანი არც საქართველოშია, არც რუსეთშია“, და მან ამის თაობაზე ყველა კონფიდენციალური ინფორმაცია პროკურატურას მიაწოდა.

 

 

„ამერიკაში ვაპირებ გამგზავრებას და ხელს რა შემიშლის? ბილეთებიც მაქვს უკვე, 30-ში იქეთ, 11-ში უკან. ჩემთვის სატელიტი სურათები არავის მოუთხოვია, მათ შორის არც მიშა რამიშვილს. თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის საკითხში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ როგორც მკვლელობის გახსნა, არამედ მოტივი, რატომ იყო ეს მკვლელობა ჩადენილი“, – განაცხადა ჟურნალისტებთან დავით ფურცხვანიძემ.

 

„არ გამოვრიცხავ, რომ ამ კაცს ისიც კი შეიძლება ათქმევინო, რომ ეს მე მოვიგონე და სპეციალურად მოვატანინე“- რაზე საუბრობს მიხეილ რამიშვილი
2020-09-19„არ გამოვრიცხავ, რომ ამ კაცს ისიც კი შეიძლება ათქმევინო, რომ ეს მე მოვიგონე და სპეციალურად მოვატანინე“- რაზე საუბრობს მიხეილ რამიშვილი
  
თამარს ხელი მიუწვდებოდა სერიოზულ ინფორმაციაზე, თვითონაც იყო ინფორმაციის მატარებელი - ახალი დეტალები ბაჩალიაშვილის საქმეში
2020-09-19თამარს ხელი მიუწვდებოდა სერიოზულ ინფორმაციაზე, თვითონაც იყო ინფორმაციის მატარებელი - ახალი დეტალები ბაჩალიაშვილის საქმეში

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები