23:44 | 2021-02-28 ავტორი: Prime Time

„ეს ადამიანები დილიდანვე განწირულები იყვნენ“ – დაღუპულთა ახლობლები შატილის ტრაგედიაზე

„ეს ადამიანები დილიდანვე განწირულები იყვნენ“ – დაღუპულთა ახლობლები შატილის ტრაგედიაზე

23 აგვისტოს შატილში საბედისწერო ტურმა მთელი საქართველო შეძრა. ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავმტომობილო გზის 64-ე კილომეტრიდამ გადავარდნილი მიკროავტობუსის 20 მგზავრიდან 17 ადგილზე დაიღუპა.

 

„იმედის კვირასთან“ გადარჩენილები და დაღუპულთა ახლობლები საუბრობენ.

 

„ეს ადამიანები დილიდანვე განწირულები იყვნენ. მთაში მიდიხარ და ფაქტობრივად, მწყობრიდანაა გამოსული, მუხრუჭი რომ მანქანას არ ექნება, მაგან მთაში როგორ უნდა გატაროს და როგორ უნდა ჩამოგიყვანოს სახლში უვნებელი?!“, – ამბობს ლიკა სიმონიშვილი – მედეა და ხატია დევსურაშვილების დედა.

 

„დღე არ გადის, რომ არ გავიხსენი, ან თავი არ გამახსენოს. ძალიან დიდი ტრაგედიაა, რომელიც ყოველთვის დაუვიწყარი იქნება. რაც არ უნდა ვიცხოვრო, რამდენიც არ უნდა ვიყო ამ ქვეყანაზე, ყოველთვის იარსებებს. მაგრამ, რატომ?!

 

„ომი გინდოდათ, მიიღებთ ომს“ - ექიმი ზაზა თელია Fake-წამლების და დანამატების წინააღმდეგ
2021-02-28„ომი გინდოდათ, მიიღებთ ომს“ - ექიმი ზაზა თელია Fake-წამლების და დანამატების წინააღმდეგ

 

ამ ერთმა ტრაგიკულმა ისტორიამ 17 ოჯახი გააერთიანა. შეიწირა ადამიანების სიცოცხლე და თქვა მთავარი სათქმელი – იმისთვის, რომ სახლიდან გასული ადამიანი შინ უვნებელი დაბრუნდეს, იმისთვის რომ განწირული არ აღმოჩნდეს და იმისთვის, რომ კანონმორჩლების კულტურა კიდევ უფრო განვავითაროთ, აუცილებელია ყველამ ერთად გავიაზროთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა – ეს მთავარი ბერკეტია იმისთვის რომ ჩემი, თქვენი თუ მათი სიცოცხლე დაცული იყოს“, – ამბობს ნატალია თხელიძე.

 

ცნობისთვის: გამოძიებამ მომხდარიდან 6 თვეში ორი ადამიანი დააკავა. ტურის ორგანიზატორი კომპანია შპს „ჩიფ თრეველ ჯორჯიას“ დირექტორი შალვა ბოლოთაშვილი და კომპანიის მიერ დაქირავებული მიკროავტობუსის მესაკუთრე გოჩა გოგილაშვილი.

 

პროკურატურამ მათ პასუხსიმგებლობა დააკისრა იმის გამო, რომ ავტომობილი ტექნიკურად გაუმართავი იყო. გაირკვა, რომ გოჩა გოგილაშვილმა მიკროავტობუსი ტექინსპექტირებაზე მიზანმიმართულად არ გაატარა. შესაბამისი დოკუმენტაცია არ მოუთხოვია და არც საკითხით დაინტერესებულა კომპანიის დირექტორი.

ავტორი: Prime Time


X