11:33 | 2021-07-20 ავტორი: Prime Time

ეს 3 ნიშანი, 7 თვის განმავლობაში, კოსმოსის ფავორიტი ხდება – ნახეთ, ხარ თუ არა იღბლიანთა სიაში

ეს 3 ნიშანი, 7 თვის განმავლობაში, კოსმოსის ფავორიტი ხდება – ნახეთ, ხარ თუ არა იღბლიანთა სიაში

მფარველი ანგელოზი სელენა, მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანს ტოვებს და 7 თვით თხის რქაში გადადის. ასე რომ, მომდევნო 7 თვის განმავლობაში, კოსმოსი ზოდიაქოს ზოგ ნიშანს განსაკუთრებით სწყალობს.

 


ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „დაიჯესტთან“ ამბობს, რომ  ეს პერიოდი კარგი იქნება მიწის სტიქიის ნიშნებისთვის.

არავისზე ნაკლებად არ მიყვარს ჩემი შვილები, რომლებიც „სინოფარმით“ აიცრნენ - პაატა იმნაძე
2021-07-20არავისზე ნაკლებად არ მიყვარს ჩემი შვილები, რომლებიც „სინოფარმით“ აიცრნენ - პაატა იმნაძე

 

კურო – ამ ნიშანს 18 ივნისს ტოვებს შავი მთვარე და პარალელურად 16-ში მის მონათესავე ნიშანში, თხის რქაში გადადის მფარველი ანგელოზი. ყველა სახის პრობლემა უკან რჩება. ძალიან კარგი იქნება უცხოელებთან კონტაქტი. კარგია უცხო ენების შესწავლა და საუკეთესო დროა კარიერაში წინსვლისთვის.

 

თხის რქა – საკმაოდ დიდი წყალობა იქნება კოსმოსიდან რათა კარიერასა და პირად ურთიერთობაში საგრძნობლად წაიწიოთ წინ. საუკეთესო პერიოდია როგორც თვით გამოვლენებისთვის ისე პირადი ურთიერთობისთვის.

 

ქალწული – წინა პლანზე წამოიწევს ოჯახი, სანათესავო და ახლობლები, რაც მეტ ჰარმონიას შეიტანთ ურთიერთობებში, მით მეტად წარმატებულები იქნებით. შესაძლოა ნათესავები და მშობლები ძალიან დაგეხმარნენ. კარგია ეს პერიოდი შვილებთან ურთიერთობისათვის და კარიერაში წინსვლისთვის“, – განაცხადა ცაგარელმა.

 

ასევე ნახეთ: ნონა გაფრინდაშვილმა ლეო მესს საჩუქარი გაუგზავნა – ნახეთ რა აჩუქა ფეხბურთელს საქართველოს სახელით

 

ასევე დაგაინტერესებთ: გეგა, დუდუ, შვილი ზუკა… – გია ვოლსკის სამი დიდი ტრაგედია – დეპუტატი გარდაცვლილ შვილზე და სხვა პირად ამბებზე

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!