14:49 | 2020-04-29 ავტორი: თეონა ყაჭიური

ერთსულიან ოჯახს 70 ლარი, ორსულიანს – 90! – რა თანხას მიიღებთ, თუ სოციალურად დაუცველი ხართ

ერთსულიან ოჯახს 70 ლარი, ორსულიანს – 90! – რა თანხას მიიღებთ, თუ სოციალურად დაუცველი ხართ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში პრეზენტაცია წარადგინეს, სადაც საუბარი იყო, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს ანტიკრიზისული გეგმის დროს დასახელებული დახმარებების მიღება.

 

სოციალურად დაუცველები დახმარებას სარეიტინგო ქულებისა და ბავშვების რაოდენობის მიხედვით მიიღებენ. კერძოდ:

 

თუ თქვენ გაქვთ სარეიტინგო ქულა 65 ათასიდან 100 ათასის ჩათვლით:

 

ასეთ დროს თქვენი დახმარება ოჯახში ბავშვების რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება. მაგალითად:

 

თუ თქვენ გყავთ 1 შვილი, ამ ქულათა გადანაწილებით მიიღებთ 70 ლარს, თუ გყავთ ორი შვილი – 90 ლარს და ა.შ.

 

ფოტოში იხილეთ კონკრეტული ჩამონათვალი.

 

 

თუ თქვენ გაქვთ სარეიტინგო ქულა 0-დან 100 ათასამდე და გყავთ სამი, ან მეტი 16 წლამდე ასაკის შვილი: 

 

ასეთ შემთხვევაში დახმარების რაოდენობა ერთ ოჯახზე 100 ლარი იქნება.

 

დახმარების გასაცემად სოციალურად დაუცველ ოჯახებს დამატებითი განაცხადის ან დოკუემნტის წარდგენა არ სჭირდებათ.

 

კომპენსაცია 6 თვის განმვლობაში გაიცემა. მისი გაცემა 20 მაისიდან დაიწყება. მათ ეს დანამატი სოციალურ დახმარებასთან ერთად დაერიცხებათ.

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X