11:56 | 2020-06-30 ავტორი: Prime Time

ერთმანეთის გარეშე არ შეგვიძლია – 100 წელს გადაცილებული წყვილი ჭიათურიდან (ვიდეო)

ერთმანეთის გარეშე არ შეგვიძლია – 100 წელს გადაცილებული წყვილი ჭიათურიდან (ვიდეო)

ისინი 100 წლის წინ, ზუსტად ერთ დღეს – 1-ელ იანვარს დაიბადნენ და მოგვიანებით ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირეს.

 

სასიყვარულო სამკუთხედი თბილისის მოხუცთა თავშესაფარში - 83 წლის ქალმა სხვისი შეყვარებული გადაიბირა
2020-05-06სასიყვარულო სამკუთხედი თბილისის მოხუცთა თავშესაფარში - 83 წლის ქალმა სხვისი შეყვარებული გადაიბირა

 

100 წელს გადაცილებული წყვილი ამბობს, რომ „ერთად უნდა ვიცოცხლოთ და ერთად უნდა მოვკვდეთო“.

 

მრავალწლიანი სიყვარულის ისტორიის შესახებ სიუჟეტი „რუსთავი2“-მა მოამზადა.

 

ნოე ბაბუ და მარო ბებო საქართელოში ყველაზე ხანდაზმულ წყვილად მიიჩნევა. ისინი ჭიათურის რაიონის სოფელ მანდაეთში ცხოვრობენ.

 

75 წლის წინ შეუღლდნენ. ამ წლებმა ისე განვლო ერთი ცუდი არ გვახსოვს ერთმანეთიდანო – ყვება ნოე ბაბუ.

 

ერთ დღეს დაიბადნენ, ერთ კლასში სწავლობდნენ, ერთად ცხოვრობენ და ამბობენ, რომ ერთად უნდა მოკვდნენ.

 

📌“ერთად უნდა მოვკვდეთ, ერთად უნდა ვიცოცხლოთ” – 75 წელია ერთმანეთი უყვართ!😍💓🙏 100 წელს გადაცილებული ერთადერთი წყვილის – ნოე ბაბუსა და მარო ბებოს ისტორია!

Posted by სენაკის ქრონიკა on სამშაბათი, 30 ივნისი, 2020

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X