16:23 | 2020-04-16 ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი

ერთი სული გვაქვს ამ ჯოჯოხეთიდან გავიქცეთ – ქართველი ექიმი იტალიაში

ერთი სული გვაქვს ამ ჯოჯოხეთიდან გავიქცეთ – ქართველი ექიმი იტალიაში

აი ასეთ პირობებში გვიწევს მუშაობა, ერთი სული გვაქვს ამ ჯოჯოხეთიდან გავიქცეთ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქართველმა ექიმმა განაცხადა, რომელიც იტალიის ერთ-ერთ კლინიკაში კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანებთან მუშაობს.

 

„არ მიყვარს ჩემი პირადი ცხოვრების და სამსახურის შესახებ „ლაი ლაი“, მაგრამ უნდა დავდო ეს სურათი, რათა წარმოდგენა შეექმნას ყველას ვინც სახლში არ რჩება, როგორ და რა პირობებში გვიწევს მუშაობა, ვინც პირველ ხაზზე ვართ ინფიცირებულთა დასახმარებლად..

 

აი, ასე შეფუთული, მოძრაობაშეზღუდული, ოფლში რომ იწურები მინიმუმ 7 საათის განმავლობაში, წყალს რომ არ სვამ ორი საათით ადრე, ვიდრე ამ აღჭურვილობით „შეიმოსები“, რადგან იცი, რომ სანამ არ გაიხდი საპირფარეშოში ვერ გახვალ, ყელი რომ გიშრება წყურვილის გამო, სახეზე ოფლი რომ ჩამოგდის და ვერ იწმენდ და კიდევ რა ჩამოვთვალო, არ ვიცი. მოკლედ, ერთი სული რომ გაქვს შემცვლელი სმენა როდის მოვა რომ იმ ჯოჯოხეთიდან გაიქცე…

 

აი ასეთ პირობებში გვიწევს მუშაობა. რა თქმა უნდა, ბევრი გადარჩება უფლის წყალობით, ზოგიც ვერ შეძლებს. უბრალოდ, მე იმის თქმა მინდა, როდის უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი? აქ იტალიაში, ნელნელა ლაგდება სიტუაცია, საქართველოში კი, ახლა იწყება ის რაც აქ უკვე გამოვიარეთ. ხალხო დარჩით სახლში, ილოცეთ სახლში. ეს ისეთი საშინელი ვირუსია არავის ინდობს. იყავით რეალისტები. ღმერთმა მოგვცა აზროვნების უნარი და საღად უნდა გამოვიყენოთ“ – წერს ექიმი.

ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი

0
კომენტარი - +