fbpx
18:36 | 2020-11-20 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ერთი სახლი ბანკმა გაუყიდა და ახლა ეს სახლიც ბანკშია – რას ამბობენ მეზობლები თავდამსხმელზე, რომელმაც მიკროსაფინანსოში მძევლები აიყვანა

ერთი სახლი ბანკმა გაუყიდა და ახლა ეს სახლიც ბანკშია – რას ამბობენ მეზობლები თავდამსხმელზე, რომელმაც მიკროსაფინანსოში მძევლები აიყვანა

პრაიმტაიმმა“ გაარკვია რომ მამაკაცი, რომელიც დღეს წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და მძევლები აიყვანა, წარმოშობით ბორჯომელი, ლევან ზურაბაშვილია. ამჟამად თბილისში ორხევის დასახლებაში ცხოვრობს.

 

როგორც „პრაიმტაიმს“ მისმა მეზობლებმა განუმარტეს, ზურაბაშვილს ჰყავს ერთი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლეს კი რამდენიმე ხნის წინ დაშორდა.

 

„სახლში ჰყავს დედა, თვითონ ხშირად სვამს, თორემ ისე გადასარევი ბიჭია. როგორც ვიცი თამაშობდა, ერთი სახლი ამის გამო ბანკმა გაუყიდა და ახლა ეს სახლიც ბანკშია ჩადებული და დედამისი ქუჩაში რჩება“, – გვიყვება თავდამსხმელის მეზობელი. 

 

ასევე ნახეთ:

 

„თუ ახლა ვინმე მიყურებთ“ – მიკროსაფინანსოში შეჭრილი თავდამსხმელი ლაივში ჩაერთო

 

ვინ არის შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც წერეთელზე მიკროსაფინანსოში შეიჭრა

 

პირადი ფოტოები მძარცველის ფეისბუქიდან, რომელსაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მძევლები ჰყავს აყვანილი (PHOTO)

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X