00:28 | 2021-10-18 ავტორი: Prime Time

„ერთი პერიოდი მინდოდა მონაზვნად წავსულიყავი“ – ელისო ბოლქვაძემ მეუფე შიოს შესახებ უცნობი ისტორია მოჰყვა

„ერთი პერიოდი მინდოდა მონაზვნად წავსულიყავი“ – ელისო ბოლქვაძემ მეუფე შიოს შესახებ უცნობი ისტორია მოჰყვა

ცნობილმა პიანისტმა და დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ, საკუთარი ცხოვრების შესახებ ერთ-ერთ გადაცემაში ისაუბრა.

 

პიანისტი მეუფე შიოსთან ერთად გატარებულ დროსაც იხსენებს, როდესაც ისინი ერთად უკრავდნენ.

 

მოსწონს თუ არა ლიზა და როგორ შეხვდა ამბავს შვილის ახალი სიყვარულის შესახებ - გიული ალასანია სააკაშვილის პირადზე
2021-10-17მოსწონს თუ არა ლიზა და როგორ შეხვდა ამბავს შვილის ახალი სიყვარულის შესახებ - გიული ალასანია სააკაშვილის პირადზე

 

სხვათაშორის, ძალიან დიდი მოთხოვნილება მქონდა ერთი პერიოდი, რომ მონაზვნად წავსულიყავი, არ ვიცი ეს რა იყო, მაგრამ რაღაც ერთი პერიოდი მქონდა ეგეთი შეგრძნება, იქ ხომ არ არის ჩემი ადგილითქო.

 

ერთმა ფაქტმა მიმიზიდა ძალიან, მეუფე შიო, რომელიც თქვენ იცით, არის ჩელისტი წარმოშობით, ჩვენ ერთად ვუკრავდით კვინტეტებს, ჩვენ ძალიან ბევრი კონცერტი გვაქვს დაკრული და ერთ მშვენიერ დღეს გაქრა, არავინ არ იცოდა სად იყო. რაღაც მომენტში ეს ჩვენთვის, ყველასთვის ძალიან სტრესი იყო, იმიტომ, რომ ვერ გავიგეთ რა მოხდა, მაშინ ძალიან პატარები ვიყავით, მასზე ძალიან დიდი იმედები მყარდებოდა, როგორც მუსიკოსზე და როგორც ჩელისტზე, მაგრამ თავისი ადგილი მონახა, თავისი გზა მონახა და სხვათაშორის, ძალიან პატარა იყო ამისთვის, 20-21 წლის.

 

მე რამდენიმე წელში ეს აზრი გამიჩნდა, რომ ეგებ ჩემი ადგილი იქ იყოს, ეგზისტენციალური პრობლემების წინ დავდექი, თუმცა პირველი რაც იყო, მშობლები ვერ დავტოვე ვერაფრით, ეტყობა მოწოდება არ იყო, მაგრამ რაღაც მომენტში ასეთი აზრები გამიჩნდა“,- ისაუბრა ელისო ბოლქვაძემ ერთ-ერთ გადაცემაში.

 

ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X