21:37 | 2020-08-09 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„ერთი კვირაა ცოტა ყელი მტკივა, კისერიც, ფეხებიც…“ – ხათუნა ჟორდანიამ დაავადების ფსიქოლოგიურად მორევის გადაწყვეტილება მიიღო

„ერთი კვირაა ცოტა ყელი მტკივა, კისერიც, ფეხებიც…“ – ხათუნა ჟორდანიამ დაავადების ფსიქოლოგიურად მორევის გადაწყვეტილება მიიღო

ხათუნა ჟორდანია Facebook-ის პირდაპირ ეთერში საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ საუბრობს.

 

„დაახლოებით ერთი კვირაა, ცოტა ყელი მტკივა, მგონია რომ დამეძაბა, თუ დამეჭიმა ყელის ძარღვები. ცოტა კისერიც მტკივა, ცოტა ფეხებიც, მაგრამ მე არ მიყვარს წუწუნი, მძულს. ამ ყველაფერს არ ვიმჩნევ.

 

დღეს ავდექი და თმა შევიღებე. ვიცოდი, რომ საღამოს კონცერტია, კონცერტზეც გამოვდივარ. სცენაზე ვერ ვგრძნობდი თავს, თუმცა ჩემმა ზურამ დამიყოლია – დღეს დიდი კონცერტია, კიკვიძის ბაღში.

 

„ემოცია გამეთიშა, როცა პილოტის გადასაღებად შევედით..“ - რამ აატირა პირდაპირ ეთერში ჟურნალისტი დავით კაკულია (ვიდეო)
2020-08-09„ემოცია გამეთიშა, როცა პილოტის გადასაღებად შევედით..“ - რამ აატირა პირდაპირ ეთერში ჟურნალისტი დავით კაკულია (ვიდეო)

 

თმა შევიღებე, დავიხატე, ჩავიცვი, მოვწესრიგდი… ყველაფერს ვაკეთებ. ნებისმიერ დაავადებას პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად უნდა მოერიო. ჩაფიქრებული მაქვს, ამ დაავადებას ჩემი ფსიქოლოგიური განწყობით მოვერევი და დავძლევ. თითქოს არ შემიძლია, მაგრამ ყველაფერი გაკეთებული მაქვს და მზად ვარ კონცერტზე წასასვლელად“, – ამბობს ხათუნა ჟორდანია.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +