fbpx
23:44 | 2020-11-12 ავტორი: Prime Time

ერთი დღე განაჩენამდე – გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ ეპიზოდზე გადაწყვეტილება ხვალ გამოცხადდება

ერთი დღე განაჩენამდე – გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ ეპიზოდზე გადაწყვეტილება ხვალ გამოცხადდება

13 ნოემბერს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, მოსამართლე 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების ერთ ეპიზოდზე განაჩენს გამოაცხადებს.

 

საქმე ეხება არასრულწლოვნებს – ამ ეპიზოდში გამოძიება მათ, ძალადობას, მის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება.

„მადლობა დაფასებისთვის!“ - რა აჩუქა ილია მეორემ გიორგი შაქარაშვილის იუბილარ დედას 
2020-10-19„მადლობა დაფასებისთვის!“ - რა აჩუქა ილია მეორემ გიორგი შაქარაშვილის იუბილარ დედას 

 

შაქარაშვილის ოჯახს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს, საპირისპირო პოზიციას აფიქსირებენ ბრალდებულების ადვოკატები. ისინი მიიჩნევენ, რომ ბრალის დასამტკიცებლად პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს.

 

პარალელურად გრძელდება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის სხვადასხვა ეპიზოდის განხილვაც. დღეს საქალაქო სასამართლოში სრულწლოვნების საქმეზე 2 მოწმე გამოიკითხა.​

 

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.

 

პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო.

 

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

 

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

 

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

ავტორი: Prime Time
X