11:12 | 2020-04-24 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ერთი ახალი პაციენტი გვყავს, რომლის ინფიცირების წყაროც დადგენილი არ არის – მარინა ეზუგბაია

ერთი ახალი პაციენტი გვყავს, რომლის ინფიცირების წყაროც დადგენილი არ არის – მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, პირველი თებერვლიდან დღემდე, თითქმის 800-ზე მეტმა პაციენტმა გაიარა ცენტრში, როგორც შესაძლო შემთხვევამ და მათ შორის დადასტურდა 101 შემთხვევა, აქედან გამოჯანმრთელებულია 56.

 

მისივე თქმით, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში  42 პაციენტი მკურნალობს. მათგან 17 აქვს მძიმე პნევმონია, დანარჩენებს საშუალო ან მსუბუქი ფორმა.

 

„კრიტიკული პაციენტები, რომლებიც გამოვიყვანეთ კრიტიკული მდგომარეობიდან და ამ ეტაპზე უკვე განიხილებიან მძიმე პაციენტებად, მათთანაც მდგომარეობა სტაბილურია, დინამიკის გაუმჯობესება აღინიშნება“, – ამბობს მარინა ეზუგბაია.

 

მისივე ინფორმაციით, ინფექციურში ერთი ახალი პაციენტი მოთავსდა გუშინ და მისი ინფიცირების წყარო დადგენილი არ არის.

 

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი განიკურნა. ამ დორისთვის ქვეყანაში სულ 114 გამოჯანმრთელებულია.

 

ამასთან, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ინფიცირებულებს კიდევ 6 ადამიანი დაემატა, გარდაიცვალა 5.

 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4816 ადამიანი და სტაციონრში 574 პაციენტს აკვირდებიან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X