21:14 | 2021-02-25 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ოთხი დაშავდა ავარიის შედეგად ლაგოდეხში

ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ოთხი დაშავდა ავარიის შედეგად ლაგოდეხში

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ოთხი დაშავდა. ლაგოდეხი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ გელათთან ერთმანეთს, საპირისპიროდ მოძრავი მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.

 

შეჯახების შედეგად, შუახნის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ავტომანქანებში მყოფი ოთხი მგზავრი მძიმედ დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები, ლაგოდეხში, არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანა.

 

ავტოსაგზაო შემთხვევის სავარაუდო მიზეზი, სიჩქარის გადაჭარბება გახდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტები იმყოფებიან.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: თამარ ბუჩუკური


X