17:21 | 2021-05-04 ავტორი: Prime Time

„ერთადერთი, რაც ლუკასს შენთან აქვს საერთო, მხოლოდ გვარია“ – დოროყაშვილი ბასილაშვილს

„ერთადერთი, რაც ლუკასს შენთან აქვს საერთო, მხოლოდ გვარია“ – დოროყაშვილი ბასილაშვილს

„ერადერთი, რაც ლუკასს შენთან აქვს საერთო, მხოლოდ გვარია“,- ამ სიტყვებით ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის იმ პოსტს გამოეხმაურა, სადაც ჩოგბურთელი შვილს დაბადების დღეს ულოცავს.

 

ნიკას და მისი ოჯახის მხრიდან იყო ასეთი მოთხოვნა... - ნეკა დოროყაშვილი ბასილაშვილთან დაშორების დეტალებზე
2021-04-04ნიკას და მისი ოჯახის მხრიდან იყო ასეთი მოთხოვნა... - ნეკა დოროყაშვილი ბასილაშვილთან დაშორების დეტალებზე

 

„კაცი, რომელიც შვილის არც ერთ დაბადების დღეს არ დასწრებია, არასოდეს მისთვის საჩუქარი არ გაუკეთებია, რომელმაც წაართვა ბინა და არ იხდის ალიმენტს, საჯაროდ პიარისთვის სჭირდება რომ შვილს დაბადების დღე მიულოცოს – ისიც სასამართლო პროცესების წინ. ერთადერთი, რაც ლუკასს შენთან აქვს საერთო, მხოლოდ გვარია“,- წერს დოროყაშვილი.

 

ცნობისთვის: ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ სასამართლოში კიდევ ერთი, დამაზუსტებელი სარჩელი შევიდა. სარჩელის ავტორი მისი ყოფილი მეუღლე ნელი (ნეკა) დოროყაშვილია. 25 მარტით დათარიღებულ სასარჩელო მოთხოვნაში დოროყაშვილი ჩოგბურთელისთვის ალიმენტის სახით სოლიდური თანხის დაკისრებას მოითხოვს.

 

ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, სარჩელის დეტალების გახმაურებისგან თავს ვიკავებთ, თუმცა გეტყვით, რომ საუბარია წელიწადში დაახლოებით 100 000 ლარზე, რომელიც, სარჩელის მიხედვით, ბავშვის საჭიროებებს უნდა მოხმარდეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში პარალელურად მიმდინარეობს ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა.

 

ბრალდების თანახმად, 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილი 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ავტორი: Prime Time


X