15:19 | 2021-07-11 ავტორი: Prime Time

„ერთად ლექსოსთვის, არა ძალადობას” – 20:30 საათზე ჟურნალისტები კანცელარიასთან საპროტესტო აქციას მართავენ

„ერთად ლექსოსთვის, არა ძალადობას” – 20:30 საათზე ჟურნალისტები კანცელარიასთან საპროტესტო აქციას მართავენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან „ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია დაანონსეს. აქცია 20:30 საათზე დაიწყება.

 

„მედიის წარმომადგენლები ვგეგმავთ, გავაპროტესტოთ 5 ივლისს მომხდარი ფაქტები და ის შედეგი, რაც დღეს დადგა. ვისაც გაქვთ სურვილი, რომ დავდგეთ ერთად და ვანახოთ, თუ როგორი ერთიანი და ძლიერია მედია, შემოგვიერთდით!

 

აქცია გაიმართება დღეს საღამოს, 20:30 საათზე, საქართველოს მთავრობასთან (კანცელარიასთან).

 

„ერთად ლექსოსთვის, არა ძალადობას” – ეს არის სახელწოდება და ლოზუნგი.

 

ჟურნალისტები მოვითხოვთ, უმკაცრესად დაისაჯოს ყველა პირი, რომელიც თავდასხმებში მონაწილეობდა”, – ნათქვამია მედიის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

შეგახსენებთ, ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა დღეს დილით გარდაცვლილი იპოვეს. 5 ივლისს მას ძალადობრივი ჯგუფები პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სასტიკად გაუსწორდნენ. მას ოპერაცია დასჭირდა, დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და თვალი.

 

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X