fbpx
14:22 | 2020-08-26 ავტორი: Prime Time

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ბაკალავრიატის მეექვსე გამოშვების ცერემონიალი გაიმართა

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ბაკალავრიატის მეექვსე გამოშვების ცერემონიალი გაიმართა

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დღესთან დაკავშირებით, უმაღლესი სასწავლებლის სამწყობრო მოედანზე კურსდამთავრებულებმა ოფიცრის ფიცი დადეს. სასწავლო ბატალიონის საბაკალავრო კურსის 76 მსმენელს აკადემიის დასრულება თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ- მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მალხაზ მაკარაძემ მიულოცეს.

 

იუნკერებს ლეიტენანტის წოდებასთან ერთად შესაბამის სპეციალობებში ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიენიჭათ. გამოშვების საზეიმო ცერემონიალზე ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს დიპლომები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ, წარჩინებულები კი, საშტატო იარაღით დაჯილდოვდნენ. ლეიტენანტები ოფიცრის ძირითად კურსებს სხვადასხვა სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობის მიხედვით გაივლიან, რომლის დასრულებისთანავე საქართველოს თავდაცვის ძალებში უმცროსი ოფიცრის თანამდებობაზე განაწილდებიან. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

აქტიური რეზერვის შესახებ მოქალაქეებთან საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო
2020-08-20აქტიური რეზერვის შესახებ მოქალაქეებთან საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო

სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც უზრუნველყოფს სამინისტროს თავდაცვის ძალებისა და ქვეყნის ერთგული და ღირსეული სამსახურისთვის უმაღლესი აკადემიური და სამხედრო განათლების, მაღალი ეთიკის, მტკიცე მორალისა და ლიდერის თვისებების მქონე ოფიცერთა კორპუსის მომზადებას.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X