fbpx
14:31 | 2020-08-31 ავტორი: თამთა თორდია

ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია – ნახეთ, რომელ უნივერსიტეტში მოხვდით

ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია – ნახეთ, რომელ უნივერსიტეტში მოხვდით

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. აბიტურიენტებს შეუძლიათ გაიგონ თუ რომელ უნივერსიტეტში შეძლებენ სწავლას და აიღეს თუ არა მათ საგრანტო ქულა.

 

აბიტურიენტს შედეგის ნახვა გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდზე www.naec.ge – ზე შეუძლია.

 

შეგახსენებთ, წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, მათგან გამოცდებზე გამოცხადდა 94%-მდე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირდა 600-ზე მეტი მსურველი, ხოლო გამოცხადდა 78%-ზე მეტი.

 

მასწავლებლობის მსურველთა რიცხვი წელს საგნობრივ გამოცდაზე 12 000-მდე იყო, მათგან გამოცდაზე დაახლოებით 88% გამოცხადდა. რაც შეეხება მაგისტრობის კანდიდატებს, 12 600-ზე მეტი მსურველიდან გამოცდაზე დაახლოებით 87% გამოცხადდა.

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X