13:43 | 2020-03-12 ავტორი: ირაკლი გოგვაძე

ერმალო მაღრაძემ კორონავირუსის გამო ფილმის პრემიერა გააუქმა

ქართველმა რეჟისორმა, ერმალო მაღრაძემ თავისი ბოლო ნამუშევრის – „ეს დაიწყო საქართველოდან“ პრემიერა გააუქმა.

 

ამის შესახებ რეჟისორმა საკუთარ Facebook-გვერდზე განაცხადა:

 

„მეგობრებო,21 მარტს დაანონსებული ჩემი ფილმის ,,ეს დაიწყება საქართველოდან”, პრემიერა გადაიდო, სანამ ვითარება ქვეყანაში სტაბილური არ გახდება.კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს!“ – წერს ერმალო მაღრაძე.

 

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 შემთხვევა ფიქსირდება. ამასთან, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია გამოაცხადა.

ავტორი: ირაკლი გოგვაძე

დატოვე კომენტარი