ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ერკეთის დედათა მონასტრის დედაოების ფოტოს ავრცელებს.
„ერკეთის მონასტრის დედები.
მარცხნიდან მე-7 დედა მარიამია, რომლის ძალისხმევას უკავშირდება მონასტრის აღორძინება“, – წერს გოგა ჩანადირი.
IX საუკუნის ერკეთის ეკლესია სოფელ ზემო ერკეთში (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი), ჩოხატაურიდან 8 კმ დაშორებით მდებარეობს. აგებულია მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელზე.
ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.