fbpx
21:33 | 2021-02-11 ავტორი: Prime Time

ერდოღანი ცისკენ იყურება – თურქული მისია მთვარეზე?!

ერდოღანი ცისკენ იყურება – თურქული მისია მთვარეზე?!

თურქეთი მთვარეზე მისიის განხორციელებას ეროვნული კოსმოსური პროგრამის ფარგლებში 2023 წელს გეგმავს, ამის შესახებ პრეზიდენტმა ერდოღანმა თურქეთის ეროვნული კოსმოსური პროგრამის გახსნაზე განაცხადა.

 

„ჩვენი პირველი მიზანი, ეროვნული და ავთენტური ჰიბრიდული რაკეტით, 2023 წელს, თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის თავზე, მთვარეზე მისიის განხორციელებაა. მჯერა, რომ თურქი ინჟინრები ამას შეძლებენ და დაამატა, რომ დღეს ხმელეთზე სამართლიანობის აღდგენის გზა – ცაში ძალაუფლების მოპოვებაა.

 

გარდა ამისა, ერდოღანმა განაცხადა, რომ საერთაშორისო დახმარებით, თურქეთში კოსმოდრომის აშენებას შეძლებს.

 

„ჩვენი მეორე მიზანია, შევქმნათ მსოფლიო ბრენდი, რომელიც თანამგზავრების შექმნაში კონკურენტუნარიანი იქნება“ – თქვა ერდოღანმა.

 

იხილეთ ვიდეო ↓

 

ავტორი: Prime Time
X