18:12 | 2021-08-21 ავტორი: Prime Time

ექთნები ხმით ტირიან…. ითმენენ და ვეღარ უძლებენ…. – ნინო შადურის სულისშემძვრელი პოსტი

ექთნები ხმით ტირიან…. ითმენენ და ვეღარ უძლებენ…. – ნინო შადურის სულისშემძვრელი პოსტი

ასეთი ტრაგედიები და ასეთი ფოტოდ დარჩენილი ფოტოები უკვე ათასობით გვაქვს.- ამის შესახებ ნინო შადური სოციალურ ქსელში წერს და კორონავირუსით გარდაცვლილთა შესახებ ყვება. მისი თქმით, ასეთი ტრაგედიები უკვე ათასობით გვაქვს.

 


შადური საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ბოკერიას კოვიდ ჰოსპიტალში, ისევე როგორც დანარჩენ კლინიკებში საგანგებო მდგომარეობაა.

კოლეგას დავურეკე, მოდი, არ მინდა ეს კაცი მარტოს ჩამაკვდეს ხელში-მეთქი – რას ყვებიან კოვიდკლინიკის ექიმები
2021-08-21კოლეგას დავურეკე, მოდი, არ მინდა ეს კაცი მარტოს ჩამაკვდეს ხელში-მეთქი – რას ყვებიან კოვიდკლინიკის ექიმები

 

“მთელი დღეა ეს ნათელი, ციმციმა, ღიმილიანი გოგო თვალწინ მიდგას, პერიოდულად ვსქროლავ ჩემს ფეისბუქ გვერდს და ვდარდობ მისი მეგობრების დარდით, ვგლოვობ მის დასრულებულ სიცოცხლეს, განვიცდი მისი შვილების უდედობას….

 

მეორე ფოტოზე ქეთია, ისიც ნინოსავით სულ პატარა , ორი კვირის გოგოს დააშორა კოვიდმა, ვერ მოასწრო თავისი შვილის გაცნობა, დედობით ტკბობა…

 

შემდეგ ფოტოზე ინაა, ჩვენი მეგობრის ოჯახის წევრი. მისი სუნთქვის გულშემატკივარიც ვიყავი, ეს უჯანმრთელესი ადამიანი ქრონოლოგიურად ვიცი როგორ დღითიდღე აიშვიათებდა სუნთქვას, ნელ-ნელა როგორ უახლოვდებოდა ამ სამყაროში, ამ სივრცეში სიცოცხლის დასასრულს….

 

ეს ფოტოები ტრაგედიაა….

მაგრამ ეს არ არის ფოტოტრაგედია, ეს რეალური ტრაგედიაა..

სამწუხაროდ ასეთი ტრაგედიები და ასეთი ფოტოდ დარჩენილი ფოტოები უკვე ათასობით გვაქვს.

ეს არ არის უბრალოდ სტატისტიკა, დღეში 50, 53, 59 ….

 

დღის გარკვეული ნაწილი ბოკერიას კოვიდ ჰოსპიტალში გავატარე, შევედი თუ არა შენობაში კლინიკური დირექტორი შემხვდა, ჩქარი ნაბიჯით ვაქცინაციის ცენტრისკენ მიდიოდა ( ეს ერთადერთი სასიხარულო ამბავი იყო ჰოსპიტალში, ვაქცინაციის კაბინეტების დამატება, მეტი ადამიანის სიცოცხლის დაზღვევის შესაძლებლობა) … ნიღაბშიც ეტყობოდა შეწუხებული სახe Aleksi Vachadze

 

ბოდვებს და ფანტაზიებს მოვეშვათ და რეალურ საფრთხეს ჩავხედოთ თვალებში - ალექსანდრე გალდავა
2021-08-21ბოდვებს და ფანტაზიებს მოვეშვათ და რეალურ საფრთხეს ჩავხედოთ თვალებში - ალექსანდრე გალდავა

 

საშინელებას გავდივართ, გუშინ ნინო გარდაიცვალა, ხო იცი ეგ ამბავიო, როგორ მეგონა რომ გადავარჩენდით, როგორ მინდოდა რომ ეცოცხლაო….. და აგრძელებდა… 32 წლის ბიჭიც გარდაგვეცვალა , კახელი, ჯან-ღონით სავსე….

 

ალბათ ყველა ვინც ამ ამბებს ყოველდღიურად უყურებს , ფიქრობს- იცი რომ შემეძლოს , უფლება რომ მქონდეს , მორალი რომ არ არსებობდეს, რომ ვიცოდე რომ საჭირო არ ვარ, მხოლოდ საკუთარ თავზე რომ ვფიქრობდე…. არ მოვიდოდი, წავიდოდი, დავისვენებდი, სხვა სამსახურს ვიპოვიდი….

 

ნახეთ: ეს სიმპტომები აჩვენებს, რომ კოვიდმა ტვინში შეაღწია – როგორ ხვდება ინფექცია ცენტრალურ ნერვულ სისტემაში

 

 

სანამ სამუშაო ოთახში შევიდოდი სამწუხაროდ ვინც შემხვდა ყველა მსგავს ისტორიებს მიყვებოდა, იცით ექთნები მორიგეობიდან რომ გამოდიან, ნაცვლად იმისა რომ დაისვენონ სხედან და ტირიან, ხმით ტირიან…. ითმენენ, ითმენენ და ვეღარ უძლებენ….

 

ჰოსპიტლის დირექტორმა Mamuka Imedashvili საუბარში უპრეტენზიოდ, სხვათა შორის მითხრა- გუშინ ერთი წუთითაც ვერ დავიძინეო …. , პასუხისმგებლობა არ აძინებს, ეს ტრაგიკული ისტორიები არ ეშვება არც ერთი წუთით..

 

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი სრულად ვაქცინირებულებში გართულებების ალბათობაზე მონაცემებს აქვეყნებს
2021-08-21აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი სრულად ვაქცინირებულებში გართულებების ალბათობაზე მონაცემებს აქვეყნებს

 

რეანიმაციის უფროსს ნიკას ვთხოვდი იქნებ დაისვენოთთქო Nika Rtveliashviili და ვერ დავისვენებ ნინო, არაფერი მიჭირს ომგამოვლილი კაცი ვარო, არ წავიქცევიო….Keti Sharangia წესიერად ვერც ვნახე ვაქცინაციის ცენტრს ადევნებდა თვალყურს, ახალი მთავარი მედდა Ekaterine Osepashvili დატვირთვის გაზრდის პარალელურად ახალ კადრებს აგროვებდა, ხელში 3 თაბახის ფურცელი ეჭირა და რიგ-რიგობით რეკავდა ყველასთან ვის ნომერზეც ხელი მიუწვდებოდა…

 

Tamar Neparidze-Dowse ექთნებს ამხნევებდა ორშაბათიდან ყოველდღე ვივლი რეანიმაციაში მორიგეობაზეო…. ეიმედებათ მისი კომპეტენცია და ელოდებიან, Gregory Khurtsidze უკვე შეცვლილი აქვს ლოკაცია და არის იქ სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ…

 

აქ საგანგებო მდგომარეობაა, ისევე როგორც ჩვენს კიდევ ბევრ სხვა ჰოსპიტალში.

 

ეს ადამიანები ვერ იძინებენ, ვერ ისვენებენ, ვერ ჩერდებიან, ირაზმებიან სხვის დასახმარებლად… იმიტომ, რომ უყურებენ ტრაგედიებს, სულ ყურში აქვთ ვიღაცის თხოვნა გადამირჩინე, სულ ირეკება მათ ტელეფონზე იქნებ ეს პაციენტიც მიიღო… სულ ეკითხებიან გამოძვრება?

 

ეს მათი დღის წესრიგია!

ეს არ არის სტატისტიკა მეგობრებო და ამავდროულად ეს სტატისტიკა ჩვენს ხელშია …

74 ადამიანის სიცოცხლე დაიკარგა გუშინ- ბიძინა კულუმბეგოვი
2021-08-2174 ადამიანის სიცოცხლე დაიკარგა გუშინ- ბიძინა კულუმბეგოვი

 

ადამიანებო, აიცერით ! ცოტა ხანი ნუ გაერთობით! მოკრძალებულად დაისვენეთ! გაუფრთხილდით თქვენთვის თავგანწირული ადამიანების სიცოცხლეს, გაუფრთხილდით ექიმებს, ექთნებს, სანიტრებს…. დაიცავით ასეთი ციმციმა გოგოები და ბიჭები….

 

P.S უკაცრავად თუ ვინმეს უსიამოვნო ემოციები მოგგვარათ ჩემმა პოსტმა, ვერ დავიტიე კადრები რომელიც თვალწინ მიდგას ! ვერ დავიტიე დარდი, რომელიც სამედიცინო პერსონალის მდგომარეობის გამო მაქვს, ვერ დავიტიე ამ ნათელი გოგოს სახე, რომელიც ჩაქრა.

ჯანმრთელად იყავით!”-წერს ნინო შადური სოციალურ ქსელში.

 

ნახეთ აუცილებლად საკითხავი ინფორმაციები ⇓

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!