21:01 | 2021-04-16 ავტორი: Prime Time

ექსკლუზიური კადრები, სადაც შეიარაღებული თავდამსხმელი და მძევალი ჩანან

ექსკლუზიური კადრები, სადაც შეიარაღებული თავდამსხმელი და მძევალი ჩანან

პრაიმტაიმმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა კადრები საქართველოს ბანკის ავლაბრის ფილიალიდან, რომელზეც მკაფიოდ ჩანს პნევმატური პისტოლეტით შეიარაღებული 28 წლის ნიკოლოზ წურწუმია  და მისი ერთ-ერთი მძევალი.

 

უკვე ცნობილია, რომ ის მარტო მოქმედებდა და იარაღის მუქარის შიშით მან 7 ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდება მოახერხა.

 

მისი განეიტრალება და მძევლების გათავისუფლება სამართალდამცველებმა დაახლოებით ერთ საათში შეძლეს.

 

 

 

ცნობისთვის, საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული ნიკოლოზ წურწუმიას, ახლობლებისა და მეზობლების განცხადებით, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

 

მათივე თქმით, წურწუმია თვეებია ზუგდიდში საკუთარ საცხოვრებელ სახლში არ ყოფილა. ის თბილისში ცხოვრობს.

 

ბრალდებულის დედა და მამა ემიგრაციაში იმყოფებიან.

ავტორი: Prime Time


X