19:20 | 2021-05-09 ავტორი: Prime Time

ექსკლუზიურად ევროპის დღისათვის შექმნილი ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნების მუსიკალური კომპოზიცია (ვიდეო)

ექსკლუზიურად ევროპის დღისათვის შექმნილი ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნების მუსიკალური კომპოზიცია (ვიდეო)

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის და მისი სამხატვრო ხელმძღვანელისა და მთავარი დირიჟორის, ნიკოლოზ რაჭველის მიერ ექსკლუზიურად ევროპის დღისთვის შექმნილი ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნების მუსიკალურ კომპოზიციას.

 


მათივე ცნობით, 100-ზე მეტმა მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა მის შესრულებაში, მათ შორის გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, კომპოზიტორმა და პიანისტმა ცოტნე ზედგინიძემ და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეებმა და სხვა.

 

ნახეთ ვიდეო ↓

 

 

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!