17:14 | 2021-06-12 ავტორი: Prime Time

ექიმის ასისტენტმა გარდაცვლილი პაციენტის საბანკო ბარათი გამოიყენა და საავადმყოფოში ტკბილეული იყიდა

ექიმის ასისტენტმა გარდაცვლილი პაციენტის საბანკო ბარათი გამოიყენა და საავადმყოფოში ტკბილეული იყიდა

ექიმის ასისტენტმა 83 წლის გარდაცვლილი პაციენტის საბანკო ბარათი გამოიყენა და საავადმყოფოში ტკბილეული იყიდა. შემთხვევა გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთ ქალაქში, ბირმინგემიში მოხდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

 

გამოცემის ცნობით, 83 წლის ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა. ექიმის ასისტენტმა კი გარდაცვალებიდან 17 წუთის შემდეგ მისი ბარათი ფუნთუშებისა და ტკბილეულის საყიდლად გამოიყენა.

 

მას მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ორი ხუთთვიანი ვადით.

 

 

 

 

თავდაპირველად ექიმის ასისტენტი ირწმუნებოდა, რომ მან ბარათი იატაკზე იპოვა და საჭმლის საფასურის გადახდისას საკუთარ ბარათში აერია. მოგვიანებით დადგინდა, რომ საბანკო ბარათები სხვადასხვა ფერის იყო. ასევე, მან უგულებელყო საავადმყოფოს ოქმი პაციენტის დაკარგულ ქონებასთან დაკავშირებით.

 

ექიმის ასისტენტი იმ დროს დააკავეს, როცა ბარათი გაუქმდა, ხოლო იგი ბარათის შეცვლას ცდილობდა. პოლიციამ ქალის საქციელს „ამაზრზენი“ უწოდა. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ასისტენტს ბოდიში არ მოუხდია.

 

„მე არ მსურს ამაზე ლაპარაკი, სათქმელი არაფერი მაქვს“, – თქვა მან.

 

ქალს არც იმაზე უპასუხია, თუ რატომ გამოიყენა მოპარული საბანკო ბარათი.

 

დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!