fbpx
14:18 | 2020-08-13 ავტორი: Prime Time

ექიმი მარი ლუხუტაშვილი: რატომ მოიწია ჩვენზე ასეთმა განსაცდელმა, იქნებ იმიტომ რომ გზას ავცდით და აღარ ვცხოვრობთ სვანურად (ქრისტიანულად)

ექიმი მარი ლუხუტაშვილი: რატომ მოიწია ჩვენზე ასეთმა განსაცდელმა, იქნებ იმიტომ რომ გზას ავცდით და აღარ ვცხოვრობთ სვანურად (ქრისტიანულად)

ექიმი მარი ლუხუტაშვილი სოციალური ქსელით ზემო სვანეთში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ეხმაურება და წერს:

 

„ს ვ ა ნ ე ბ ს!

 

მინდა დიდი სითბოთი და სიყვარულით გამოვეხმაურო სვანეთში მიმდინარე მოვლენებს და ჩემს სვანებს, ყველაზე მაგარ ქართველებს შემოვძახო.

 

ეს დღეები ვუსმენ და ვკითხულობ ინფორმაციას კორონას ირგვლივ სვანეთში და გავოგნდი-ზოგი სასოწარკვეთილია და შეშინებული გაკივის რა გვეშველებაო, ზოგი კი არხეინად მიმოდის და არ სჯერა კორონას განსაცდელის.

 

რეგიონების ჩაკეტვა არის  ერთადერთი გზა… ეს ვირუსის მასიური გავრცელებისგან დაგვიცავს – ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე

 

ჩემო სვანებო რა გჭირთ?! რამ დაგაბნიათ?! არ გვჩვევია სვანებს გასაჭირში არც სასოწარკვეთა და არც ზერელეობა. შედარებისათვის ვიტყვი, რომ როგორც დამღუპველია ჯოჯოხეთის გარდაუვალობის აღქმა ასევე დამღუპველია მისი არარსებობის მტკიცება-მას მეტი გაანალიზება და უფალთან ურთიერთობა სჭირდება. რაც შეეხება კორონას, არც საგანგაშოა რაიმე და არც სარხეინოდ გვაქვს საქმე.

 

ჩემო ძვირფასებო, მაპატიეთ, მაგრამ იქნებ მეტი დაფიქრება გვმართებს, თუნდაც მოგონილი იყოს ეს ვირუსი უნდა დავფიქრდეთ, რატომ მოიწია ჩვენზე ასეთმა განსაცდელმა, იქნებ იმიტომ რომ გზას ავცდით, იქნებ აღარ ვცხოვრობთ სვანურად (ქრისტიანულად). შემთხვევით სტუმარმასპინძლობა, მეგობრისა და მოყვასის თანადგომა, ტრადიციების ერთგულება, ხომ არ მინელდა ჩვენში და აღმოვჩნდით მსოფლიო “ვაჭრობის” მოწინავე პიონერები, ჩვენს გულში ქრისტეს მაგივრად ნელნელა ფული (მამონა) ხომ არ შემოვიდა…

 

და კიდევ ერთხელ მინდა ბოდიშის მოხდით გითხრათ: არ დავკარგოთ ქრისტე, წმინდა გიორგი და ყველა სალოცავი ჩვენი გულებიდან. მივიღოთ ეს განსაცდელი მოსიყვარულე უფლის გაფრთხილებად, სანამ უფრო მკაცრი გაფრთხილება არ მიგვიღია მისგან.

 

და ბოლოს, განსაცდელები იყო არის და იქნება, მაგრამ როგორც არასდროს ისე გვჭირდება დღეს დაფიქრება და ქრისტესკენ შეტრიალება, წინააღმდეგ შემთხვევაში “უხილავ მტერთან” (ბოროტთან) ბრძოლაში გარდაუვალი დაღუპვა გველის.

 

გილოცავთ, დღეს დიდგორობაა და გამოვფხიზლდეთ! მომავალი მოსაგები დიდგორის საქმეში ჩვენ ჩვენი გადამწყვეტი წვლილი გვაქვს შესატანი…

 

მიყვარხართ“.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X