fbpx
11:44 | 2020-11-30 ავტორი: Prime Time

ექიმი განმარტავს, ესაჭიროება თუ არა კომპიუტერული ტომოგრაფია კოვიდინფიცირებულ და კოვიდგადატანილ პაციენტს

ექიმი განმარტავს, ესაჭიროება თუ არა კომპიუტერული ტომოგრაფია კოვიდინფიცირებულ და კოვიდგადატანილ პაციენტს

„კომპიუტერული ტომოგრაფია არც ყველა კოვიდინფიცირებულს ესაჭიროება და არც ყველა კოვიდგადატანილ პაციენტს“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ანი ქავთარაძე წერს და ერთ-ერთი კლინიკის სარეკლამო გზავნილს ეხმიანება.

 

ექიმის განმარტებას უცვლელად გთავაზობთ:

 

„ერთ-ერთი ცნობილი კლინიკის (რა თქმა უნდა, არ დავასახელებ) რეკლამა შემხვდა, სადაც ისინი დაბეჯითებით წერდნენ, რომ კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) არის რადიოლოგიური კვლევა, რომელიც რეკომენდებულია ყველა კოვიდგადატანილი პაციენტისთვის!

ფიტნესკლუბი ერთ-ერთი ყველაზე საშიშია ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით - საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი
2020-11-30ფიტნესკლუბი ერთ-ერთი ყველაზე საშიშია ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით - საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი

მინდა ცალსახად და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ასე არ არის! ყოველ შემთხვევაში, დღესდღეობით, ზემოაღნიშნულის არანაირი სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს!

რა არის კტ?

ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, კტ ახდენს სხვადასხვა კუთხიდან გადაღებული რენტგენოლოგიური სურათების კომპიუტერულ დამუშავებას და ქმნის ორგანოთა შრეობრივ ვიზუალიზაციას.

 

​შესაბამისად, კტ გვაძლევს უფრო დეტალურ ინფორმაციას ვიდრე რენტგენი, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მის ინფორმატიულობასთან და მაღალ დიაგნოსტიკურ ღირებულებასთან ერთად, გაცილებით უფრო მეტია დასხივების დონე, ვიდრე რენტგენის შემთხვევაში.

 

​დასხივების დოზა, ისაზღვრება სივერტებში (mSv).

 

მაგალითად, გულ-მკერდის რენტგენოგრაფიის შემთხვევაში, მოზრდილი ადამიანი სხივდება 0.1 mSv-ით, რაც უდრის დაახლოებით 10 დღის ბუნებრივი დასხივების დოზას, როგორსაც ჩვენ მუდმივად ვიღებთ მთელი ცხოვრების მანძილზე.

შეიძლება თუ არა კორონავირუსის სიმპტომების დროს გავიკეთოთ გრიპის ვაქცინა
2020-11-29შეიძლება თუ არა კორონავირუსის სიმპტომების დროს გავიკეთოთ გრიპის ვაქცინა

 

​გულ-მკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიის შემთხვევაში კი 7mSv, რაც 2-წლიანი, ბუნებრივი დასხივების დოზას უდრის! და ეს, არც ისე ცოტაა!

 

​აქედან დასკვნა: კტ კვლევა უნდა ჩატარდეს, მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული ჩვენებებით!

 

​ყველა ჩვენებას აქ ვერც და არც ჩამოვთვლი, მაგრამ კიდევ ერთხელ, ერთმნიშვნელოვნად გეტყვით, რომ კტ კვლევა არც ყველა კოვიდინფიცირებულს ესაჭიროება და არც ყველა კოვიდგადატანილ პაციენტს!

 

​ასე რომ, ძალიან გთხოვთ, პაციენტებს თქვენი ინიციატივით ან/და ასეთ რეკლამებზე დაყრდნობით, ნუ ჩაიტარებთ ზემოაღნიშნულს კვლევას!

 

​P. S. აქვე, უაღრესად დიდ პატივს ვცემ ამ კვლევას და ჩემს მეგობარ რადიოლოგებს, მაგრამ ყველაფერი საჭიროებისამებრ, საჭირო დროს.

 

​P. S. S. პოსტი კლინიკამ უკვე აიღო.

 

​იმედი მაქვს, სხვებიც გაითვალისწინებენ“, – წერს ექიმი საკუთარ ბლოგზე.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X