fbpx
18:29 | 2020-11-24 ავტორი: Prime Time

ექიმი განმარტავს დეტალურად, რომელი ნიღაბია ეფექტური/სახიფათო და რა შემთხვევაში

ექიმი განმარტავს დეტალურად, რომელი ნიღაბია ეფექტური/სახიფათო და რა შემთხვევაში

პანდემიის ფონზე პირბადის გამოყენება და დისტანციის დაცვა სულ უფრო მოთხოვნადი და მნიშნველოვანი ხდება.

 

გერმანიაში მოღვაწე ექიმი, ნინო ნაცვალაძე პირბადეების დაცულობის ხარისხზე „ტვ პირველთან“ საუბრობს. ექიმი რამდენიმე სახეობის პირბადის მაგალითზე განმარტავს, რა შემთხვევაში და რომელი პირბადის გამოყენებაა უკეთესი.

 

ნინო ნაცვალაძე თავდაპირველად, ჩვეულებრივ, ქირურგიულ პირბადეზე საუბრობს და ამბობს, რომ ის ეფექტურია მაშინ, როდესაც ადამიანებს შორის დაცულია დისტანცია.

 

 

„ქირურგიული პირბადე მჭიდროდ არ ეკვრის სახეს, ადვილია სუნთქვა, ის არ არის ჰერმეტული. ასევე, პირბადეში არსებული ფორები აღემატება ბაქტერიებს და ვირუსებს.

 

მაშინ ისმის კითხვა, რატომ გვიკეთია პირბადე? – ქირურგიული პირბადე თავის მოვალეობას ასრულებს იმ შემთხვევაში, თუ ორ ადამიანს შორის არის დისტანცია დაცული და როცა ორ ადამიანს უკეთია პირბადე, (ჩემი პირბადე იცავს მას და მისი მიცავს მე).

 

არსებობს ქსოვილისგან დამზადებული პირბადეებიც.

 

ქირურგიულ პირბადესთან შედარებით, ქსოვილისგან დამზადებულ პირბადეს, უფრო ნაკლებად დამცავი ფუნქცია აქვს. ქსოვილოვანი პირბადე დაახლოებით 30%-ით გვიცავს“,- განმარტავს ნინო ნაცვალაძე.

 

სამშრიანი პირბადე 

 

 

 

სამშრიან პირბადეებს აქვს ერთი ნაკლი – მასში სუნთქვა ძალიან ძნელია. გამონაკლისია მხოლოდ ისეთი ნიღაბი, რომელსაც გააჩნია ვენტილი.

 

ვენტილიანი ნიღბები საუკეთესოა და ძალიან კარგად იცავს ადამიანს ინფექციისგან, თუმცა ის არ იცავს ჩვენს წინ მდგომ ადამიანს.

 

გერმანიაში ყველა ნიღბის ტარება დასაშვებია, გარდა ვენტილიანი ნიღბისა

 

 

რატომ არის ვენტილიანი ნიღაბი სხვა ადამიანებისთვის საშიში?

 

– მას გააჩნია ვენტილი, რომელიც იხსნება მხოლოდ ერთი მიმართულებით.

 

ადმიანის ამოსუნთქვის დროს, ვენტილი იხსნება შიგნიდან გარეთ ე.ი. ამონასუნთქი ჰაერი გამოიყოფა ამ ვენტილით გარეთ და გადაეცემა სხვას. მსგავს ნიღაბს იყენებენ მხოლოდ ექიმები.

 

ფილტრიანი ნიღბების გარეცხვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან ზიანდება ყველა შრე და განსაკუთრებით შუა შრე.

 

ექიმის რჩევით, უმჯობესია ნიღაბი ჩამოვკიდოთ მშრალად, უკეთესია მზეზე. არასდროს არ უნდა შევინახოთ დასველებული პირბადე ცელოფანში ან რაიმე კონტეინერში.

 

რაც შეეხება ქირურგიულ ჩვეულებრივ ნიღაბს, იგი ერთჯერადია და მოხმარების შემდეგ უნდა გადავაგდოთ.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X