08:18 | 2020-05-08 ავტორი: თეონა ყაჭიური

ექიმებმა კორონავირუსისგან კრიტიკული პაციენტი ორივე ფილტვის გადანერგვის შემდეგ გადაარჩინეს (ჩინეთი)

ექიმებმა კორონავირუსისგან კრიტიკული პაციენტი ორივე ფილტვის გადანერგვის შემდეგ გადაარჩინეს (ჩინეთი)

ჩინეთში ექიმებმა კრიტიკული პაციენტი ორივე ფილტვის გადანერგვის შემდეგ გადაარჩინეს. 65 წლის მამაკაცი ორ თვეზე მეტი ებრძოდა კორონავირუსს. ამის შესახებ „Mirror“-ი წერს.

 

უცხოური მედიის ცნობით, კუი ანი სიცოცხლისთვის უჰანის საავადმყფოში თებერვლის შუა რიცხვებიდან 22 აპრილამდე იბრძოდა. პაციენტს პირველად 23 იანვარს ჰქონდა მაღალი ტემპერატურა, დიაგნოზი კი 7 თებერვალს დაუსვეს.

 

მიუხედავად იმისა, რომ მას ვირუსი აღარ ჰქონდა, იგი კრიტიკულ მდგომარეობაში იყო, რადგან სუნთქვა უჭირდა.
ექიმების გადაწყვეტილებით, მამაკაცის გადარჩენის ერთადერთი გზა ფილტვის გადანერგვა იყო. მას შემდეგ, რაც დონორი გარდაიცვალა, მას ოპერაცია გაუკეთეს და ფილტვები გადაუნერგეს.

 

საავადმყოფოს პროფესორის მოადგილის ლი გუანის თქმით, პაციენტის მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება.

 

ოპერაცია 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ექიმებმა ოპერაციას „ძალიან მძიმედ“ აფასბენ.

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები