18:06 | 2020-05-08 ავტორი: თამარ გონგაძე

„ექიმებმა გვითხრეს, შეიძლება მაგიდაზე დარჩესო“ – ვის ისტორიას იხსენებს მაია კაჭკაჭიშვილი

„ექიმებმა გვითხრეს, შეიძლება მაგიდაზე დარჩესო“ – ვის ისტორიას იხსენებს მაია კაჭკაჭიშვილი

ავტორ-შემსრულებელმა, მაია კაჭკაჭიშვილმა ორი დღის წინ სოციალურ ქსელში ითხოვა, ბაბუა გულის ოპერაციას იკეთებს და კეთილი სურვილები გამოგზავნეთო…

 

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და “კაჭოს” 90 წლის ბაბუა თავს კარგად გრძნობს. მაია სამადლობელ პოსტს აქვეყნებს და ბაბუს ისტორიას ყვება.

 

მაია კაჭკაჭიშვილი: – მოკლედ, ბაბუაჩემი არის ადამიანი, რომელსაც არასოდეს არავისზე ცუდი არ უთქვამს, ერთხელაც კი. ნუ, აი, არ ვიცი, რანაირად მოახერხა. მიზეზსაც არ აძლევდნენ, ალბათ.

 

იმდენად კეთილშობილი და პატიოსანი კაცია, ისე მოვიდა 90 წლამდე, ექიმთან ნამყოფიც კი არ იყო… მთელი ცხოვრება იშრომა, სიგარეტიც არასოდეს მოუწევია, მაგრამ ყოველ დღე სვამდა 1 ჭიქა წითელ ღვინოს.

 

ჭადრაკში ერთი ადამიანიც კი ვერ ნახა, ვინც შეძლებდა მასთან მოგებას, მათ შორის – ჩემპიონსაც შეხვედრია.

 

ბებიაც იგივე ასაკის მყავს და 28 იანვარს მოიტეხა ფეხი. როცა ეზოს ალაგებდა, დიდი კატა გამოვარდა საიდანღაც, გამოედო ფეხებში და წააქცია. იმის მერე მყავს თბილისში ბებო.

 

ჰოდა ვერ გაძლო ბაბუაჩემმა, ჩამოაკითხა და იმდენი ინერვიულა, გუშინწინ რომ არ შეგვემჩნია, ჩუმად როგორ იკიდებდა გულზე ხელს, არც იტყოდა, რომ ძალიან ტკიოდა გული.

 

ეგრევე მივხვდი, რომ ინფარქტი აქვს. გამოვიძახე სასწრაფო. დადასტურდა დიდი ინფარქტი…

 

ცოცხალი თავით არ მიყვებოდა ექიმებს, რომლებიც ეუნებოდნენ, რომ 3 საათიც აღარ ქონდა სიცოცლე დარჩენილი და მიუხედავად ამისა, მაინც უარზე იყო.

 

აღარც მახსოვს, რა გადავიტანეთ, 2 სასწრაფო გაგვაბრუნებინა უკან… შუქი ჩამიქრეთო და ნუ ბოლოს დავნებდით.

 

მაგრამ ვიფიქრე, ბოლოჯერ ვცდი დალაპარაკებას-მეთქი, შევედით მე და გვანცა. არ მახსოვს, რა ვუთხარით და კარგი, წამოვალო… მოკლედ, სასწაულით დავითანხმეთ.

 

გაუკეთეს გადაუდებელი ოპერაცია. ექიმებმა გვითხრეს, შეიძლება მაგიდაზე დარჩეს, დიდი რისკებიაო.
და მაინც გადავრჩით.

 

ნეტა ყველა ასე ერთგულად შეაბერდეს ერთმანეთს და არ შეეშინდეთ სიკვდილის, როდესაც საყვარელი ადამიანი ცუდად ჰყავთ.
მადლობა ყველას იმ სურვილებისთვის, რაც გუშინ გამომიგზავნეთ.

 

სიყვარული იმარჯვებს!

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენატარი - +

X