11:31 | 2020-05-10 ავტორი: Prime Time

ექიმებმა გადაარჩინეს ჩვილი, რომელიც 511 გრამს იწონიდა და სამი დაავადება ჰქონდა

ექიმებმა გადაარჩინეს ჩვილი, რომელიც 511 გრამს იწონიდა და სამი დაავადება ჰქონდა

ბრიტანეთში ექიმებმა გადაარჩინეს ჩვილი, რომელიც 511 გრამს იწონიდა და რამდენიმე დაავადება ჰქონდა. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.

 

26 წლის დედა 21 კვირის იყო როცა მისი ნაადრევი მშობაირობა გახდა საჭირო.

 

ჩვილი 2019 წლის 9 დეკემბერს დაიბადა. გოგო 511 გრამს იწონიდა. ჩვილი 7 კვირა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იყო. მას ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია უტარდებოდა.

 

ექიმებმა ჩვილს სამი ინფექცია დაუდგინეს, რასაც ქირურგიული ჩარევა სჭირდებოდა. ბავშვს ჰქონდა კუჭის პრობლემა და ტვინში სისხლის ჩაქცევა.

 

ექიმებმა ჩვილის გადარჩენა შეძლეს. გოგო კლინიკიდან 5 მაისს გაწერეს.

 

ასევე დაგაინტერესებთ: კორონავირუსით ინფიცირებულ დედას ჩვილის ძუძუთი გამოკვება არ ეკრძალება – დავით გაგუა

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები