10:09 | 2021-10-13 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

ექიმები ახალი ეპიდემიოლოგიური კერების შესახებ გვაფრთხილებენ

ექიმები ახალი ეპიდემიოლოგიური კერების შესახებ გვაფრთხილებენ

ეპიდემიოლოგიური ვითარება ისევ მძიმდება, ინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდას ექიმები ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელს უკავშირებენ. სპეციალისტების პროგნოზით ქვეყანაში შესაძლოა ვირუსის მეხუთე ტალღა მალე დაიწყოს. მედიკოსების განმარტებით, რთული ვითარების განმუხტვა მხოლოდ მოსახლეობის სრული იმუნიზაციით იქნება შესაძლებელი.

სროლა აშშ-ში - გარდაიცვალა 3 ადამიანი
2021-10-13სროლა აშშ-ში - გარდაიცვალა 3 ადამიანი

 

“პანდემიური სიტუაცია შედარებით გაუარესებულია. წარმოიქმნა ეპიდემიოლოგიური კერები სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში და არა მარტო, ამან განაპირობა შემთხვევების გარკვეული ზრდა. არ არის გამორიცხული, რომ მეხუთე ტალღის საწყის ეტაპზე ვიყოთ.

 

რა ფონიც დღეს არის ქვეყანაში, სამწუხაროდ ვაქცინაციის მოცვა არ არის მაღალი, ღონისძიებების დაცვა ისეთი მაღალი ინტენსივობით არ და ვერ ხდება და ინფექციის გავრცელება კვლავ მაღალ მაჩვენებლებზეა. მოსალოდნელია, რომ ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდეს თუ ჩვენ ვერ დავიცავთ შესაბამის რეგულაციებს,” – აცხადებს “რუს თავი 2” -თან საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X