00:01 | 2020-04-16 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ეპისკოპოსი საბა ინწკირველი: ახლა ისღა დაგვრჩენია ღმერთს შევთხოვოთ, რომ დაგვიცვას!

ეპისკოპოსი საბა ინწკირველი: ახლა ისღა დაგვრჩენია ღმერთს შევთხოვოთ, რომ დაგვიცვას!

„მე, პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, როგორც საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი და ნურავინ ხელებს ნუ დავიბანთ.

 

პასუხისმგებლობა არის ჩვენზე და ჩვენ გადაწყვეტილებაზე, რაზეც ჩვენ შევთანხმდით სახელმწიფოსთან.“ – ამის შესახებ ტევეპირველის ეთერში ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსმა, საბა ინწკირველმა განაცხადა.

 

მისი თქმით, მრევლი იმას გააკეთებს, რასაც ეკლესია ეტყვის.

 

„იმის ვაჟკაცობაც გვეყოს, პასუხისმგებლობა მრევლს არ გადავაბრალოთ, იმიტომ, რომ მრევლს ჩვენ რასაც ვეტყვით, ის უნდა გააკეთოს, როცა ამ წუთას მრევლს ჩვენ არჩევანის წინაშე ვაყენებთ, არ ვიცით შედეგები რა იქნება”, — განცხადა საბა ინწკირველმა.

 

ეპისკოპოსის თქმით, ის ყოველთვის მოუწოდებდა ყველას, რომ სახლში დარჩნენ, მაგრამ ეს ასე არ ხდება.

 

„ახლა ისღა დაგვრჩენია ღმერთს შევთხოვოთ, რომ დაგვიცვას და მძიმე მდგომარეობის წინაშე არ დაგვაყენოს.“

 

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

 

შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის კარები მორწმუნეთათვის არ დაიკეტება!

 

დიდ ეკლესიებში სააღდგომო ლიტურგიისას დაცული იქნება 2-მეტრიანი დისტანცია.

 

ყველა ეკლესიასთან მობილიზებული იქნება საპატრულო ეკიპაჟები, რომლებიც უზრუნველყოფენ საგანგებო მდგომარეობის პირობებში გათვალისწინებულ წესრიგს.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +