
გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 199 კოვიდ დადებითი პაციენტი. დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 222 ახალი შემთხვევა.
აჭარაში მკურნალობას გადის: Covid კლინიკებში – 539 პაციენტი, 13 არასრულწლოვანი, 22 ორსული.
რეანიმაციაში მოთავსებულია – 45 პაციენტი. თავისუფალი საწოლების რაოდენობა არის 102. Covid სასტუმროებში- 895, არასრულწლოვანი – 93. აჭარაში ბინაზე 800-ზე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან. გარდაიცვალა ოთხი პაციენტი რესპუბლიკური საავადმყოფო.
გარდაცვლილი 65 წლის მამაკაცი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსდა 8 ოქტომბერს. დიაგნოზი: COVID -19, პნევმონია დაუზუსტებელი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავადებები: თირკმლის უკმარისობა. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 9 ოქტომბერს.
გარდაცვლილი 76 წლის ქალი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსდა 27 სექტემბერს. დიაგნოზი: COVID -19, პნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი. თანმხლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, გულის ათერესკლეროზული დაავადება, გულის და თირკმლის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 9 ოქტომბერს.
მესამე გარდაცვლილი 80 წლის ქალი რესპუბლიკური საავადმყოფოში იმყოფებოდა დიაგნოზით: COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა. თანმხლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, აორტის სარქველის უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 9 ოქტომბერს.
მეოთხე გარდაცვლილი 90 წლის ქალი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული იყო დიაგნოზით: COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა. თანმხლები დაავადებები: თავის ტვინის შუა არტერიის სინდრომი, აორტის სარქველის სინდრომი. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 9 ოქტომბერს.