22:29 | 2021-10-15 ავტორი:

ეპიდემიოლოგიური 108 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

ეპიდემიოლოგიური 108 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

მთელი ქვეყნის მასშტაბით, დისტანციურ სწავლებაზე 108 სკოლა გადავიდა. ამის შესახებ განცხადებას, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ცნობით,687 ცალკეული კლასი ფიზიკურიდან დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

 

“ამავე პერიოდში კორონავირუსი მასწავლებელთა 0.9%-ს და მოსწავლეთა 0.6%-ს დაუდასტურდა. აცრილთა წილი კი სკოლის მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 69%-ა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იუწყება, რომ ვაქცინაციის პროცესი გრძელდება და ამავდროულად აქტიურად მიმდინარეობს სკოლის პერსონალის ტესტირება, როგორც ანტიგენის სწრაფი ტესტით, ასევე PCR ტექნოლოგიის გამოყენებით”,- აღნიშნულია განათლების სამინისტრო მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

ავტორი:

X