
დღესასწაულების შემდეგ, ეპიდემიოლოგები კორონავირუსის მესამე ტალღას ვარაუდობენ. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ინფექციონისტი, მაკა ბულეიშვილი აცხადებს, შესაძლოა ინფიცირებულთა რაოდენობამ იმატოს.
ეპიდემიოლოგები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ განსაკუთრებულად დაიცვან დისტანცია და ატარონ პირბადე.
„აღსანიშნავია, რომ უქმე დღეებში რა თქმა უნდა პაციენტების მიმართვიანობა იყო ნაკლები. შესაბამისად, ტესტირების რაოდენობაც შემცირებული იყო, მაგრამ ზოგადი მდგომარეობა მაინც სტაბილურია. მოსალოდნელ შედეგებს, რომელიც საახალწლო შეზღუდვების შემდეგ იქნება, სავარაუდოდ ორ-სამ კვირაში მივიღებთ”. – განაცხადა, მაკა ბულეიშვილმა.